გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სასწავლო-კვლევითი და კლინიკური ცენტრი „გრუნივერსი“
„გრუნივერსი“ წარმოადგენს სტომატოლოგიის თანამედროვე ტიპის კლინიკურ ცენტრს, რომელიც აღჭურვილია მსოფლიო ბაზარზე არსებული მაღალი ტექნოლოგიებით და პაციენტს სთავაზობს მაღალი სტანდარტის სერვისს - ტომატოლოგიური მომსახურების სრულ სპექტრს. ნებისმიერი სტომატოლოგიური მანიპულაცია ტარდება სრულიად უმტკივნეულოდ და უსაფრთხოდ განსხვავებულ, კომფორტულ გარემოში.
პაციენტს აქვს შესაძლებლობა ერთ სივრცეში მიიღოს ყველა პროფილის მომსახურეობა, როგორიც არის თერაპია, პაროდონტოლოგია, ქირურგია, ორთოპედია, ორთოდონტია, ბავშვთა სტომატოლოგია, დენტალური იმპლანტოლოგია.
- გრუნივერსში პაციენტებს სტომატოლოგიურ მომსახურებას უწევენ მაღალკვალიფიციური, გამოცდილი პრაქტიკოსი ექიმები, რომლებიც ამავდროულად წარმოადგენენ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის სკოლის მოქმედ აკადემიურ პერსონალს (პროფესორ-მასწავლებლები)
- დიაგნოსტირება ხორციელდება უახლესი, პაციენტისთვის უსაფრთხო ციფრული ტექნოლოგიებით, რაც გვაძლევს მკურნალობის სწორად და რაციონალურად დაგეგმვის საშუალებას
- მკურნალობა იგეგმება და ტარდება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს მკურნალობის უშეცდომოდ დაგეგმვას ფოტოპროტოკოლით და დიაგნოსტიკური მოდელებით.
- გრუნივერსში ხორციელდება გარანტირებული კონტროლი სტერილიზაციაზე. პაციენტის მკურნალობისთვის განკუთვნილი ყველა ინსტრუმენტი სპეციალური შეფუთვით მიეწოდება ექიმს, ხოლო პაციენტს შეუძლია თავად დარწმუნდეს ინსტრუმენტების უსაფრთხოებაში პაკეტზე არსებული სპეციალური ინდიკატორით.
- კლინიკა დაპროექტებულია და აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით. მორგებულია ნებისმიერ სპეციფიურ სეგმენტზე, როგორიც არის მაგალითად: შშმ პირებისთვის გათვლილი დეტალები
- ჰეპა-ფილტრებიანი სავენტილქციო სისტემა, რომელიც წმენდს და ასუფთავებს ჰაერს. ბაქტერიებისგან და მტვრის ნაწილაკებიდან, ასევე გაფილტრულ და სუფთა ჰაერს აწვდის სამუშაო სივრცეს.