ხელმისაწვდომი ტურიზმი ყველასთვის (ტურიზმი - ადამიანის ფუნდამენტური სოციალური უფლება)
GeoEng

ხელმისაწვდომი ტურიზმი ყველასთვის (ტურიზმი - ადამიანის ფუნდამენტური სოციალური უფლება)

გაერთიანებული ერების მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია იწყება შემდეგის აღიარებით „ადამიანთა ოჯახის ყველა წევრისათვის თანდაყოლილი ღირსება წარმოადგენს მსოფლიოში თავისუფლების, სამართლიანობისა და საყოველთაო მშვიდობის საფუძველს“. დეკლარაცია მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებები საყოველთაოა - ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ადამიანისთვის, მიუხედავად მათი ვინაობის ან საცხოვრებელი ადგილისა. საყოველთაო დეკლარაცია მოიცავს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, როგორიცაა სიცოცხლის, თავისუფლების, სიტყვის თავისუფლების და პირადი ცხოვრების თავისუფლების უფლებები. დეკლარაცია ასევე მოიცავს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებს, როგორიცაა სოციალური უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და განათლების უფლებები.

 

ტურიმზმი - როგორც ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარების ერთ-ერთი წყარო, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ინსტრუმენტი ერთმნიშვნელოვნად ნაწილია იმ საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებათაგან, რაც დეკლარირებულია გაერთიანებული ერების მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. თუმცა თანამედროვე მსოფლიოში, ჯერ კიდევ დგას გამოწვევა ადამიანთა თანასწორობისა და მათ მიერ მისაღები მომსახურებების ხელმისაწვდომობის შესახებ.

 

ხელმისაწვდომი ტურიზმი თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოანი თეორიაა და იგი ეფუძნება ძირითად პრინციპს - ტურიზმი ადამიანის ფუნდამენტური სოციალური უფლებაა. შესაბამისად მნიშვნელოვანია სახელმწიფო და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე ისეთი ღონისძიებების განხორციელება, რაც შესაძლებლობას მისცემს ადანიანს, განურჩევლად სოციალური თუ ფიზიკური, მენტალური მდგომარეობისა, დაისვენოს უსაფრთხო გარემოში და მიიღოს ყველა ის მომსახურება რაც დადებითად აისახება მის კმაყოფილებასა და მდგომარობაზე. საბედნიეროდ, უნივერსალური ხელმისაწვდომობა სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს მასპინძლობის ინდუსტრიაში და ბიზნეს სუბიექტები მეტი ინტერესით, კონკურენციის პირობებში, სთავაზობენ მომხმარებელს ადაპტირებულ სივრცეებს სადაც სოციალური ინტეგრაციის მაღალი სტანდარტი დაცულია.

 

როდესაც ვსაუბრობთ ხელმისაწვდომ ტურიზმზე ხაზგასმით აღვნიშნავთ ისეთი მომსახურებების, ინფრასტრუქტურისა და ტურისტული პროდუქტების ერთობლიობაზე, რომელიც მიმართულია არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტერესის დასაკმაყოფილებლად, არამედ დროებით შეზღუდული უნარების მქონე ადამიანთა გადასაადგილებლად, დასასვენებლად თუ სხვა მიზნით...

 

გაერთიანებული ერების მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (ჯანმო) ანგარიშების მიხედვით დედამიწაზე ერთ მილიარდამდე ადამიანი ცხოვრობს, რომელთაც რაიმე სახის შეზღუდული შესაძლებლობა აქვს. მომდევნო წლებში ორგანიზაციის პროგნოზით, იმ ფონზე როცა გაზრდილია ქრონიკულ დაავადებათა ჯერადობა და ასევე ხანგრძლივობა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების რაოდენობა გაიზრდება, ამასთან საყურადღებოა მსოფლიოში მიმდინარე დემოგრაფიული ცვლილება ხანდაზმულთა შემცირების კუთხით. ჯანმოს მონაცემებზე დაყრდნობით არსებული დინამიკით 2050 წლისათვის 1,5 მილიარდი ადამიანი დედამიწაზე 65 წლის ასაკში დაასრულებს სიცოცხლეს. შესაბამისად აქტუალობა ჯანსაღი ცხოვრების, აქტიური დასვენების, ფიზიკური თუ მენტალური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით უდაოდ მაღალია. უკვე წარსულს ბარდება ის დრო, როდესაც ადამიანები მაღალი ფასის გამო აკეთებდნენ არჩევანს ამა თუ იმ ტურისტული დანიშნულების ადგილზე. დღეს მაღალი ინტერესი და მზარდი პოპულარობა აქვთ იმ ტურისტულ ადგილებს სადაც დივერსიფიცირებული, მაღალი სტანდარტის მომსახურბები და პროდუქტებია, მათ შორის ხელმისაწვდომობა ყველა მომსახურებაზე კი უმთავრესს როლს თამაშობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

 

რაც უფრო მაღალია სოციალურ-ეკონომკური შესაძლებლობების მიხედვით ადამიანთა ინტეგრაციის შესაძლებლობა, მით უფრო მაღლია საზოგადოებრივი ცნობიერება და შესაბამისად სხვადასხვა სფეროს მდგრადი განვითარების რესურსი. თანამედროვე სწრაფი განვითრების მქონე ტურისტული ქალაქებისა თუ ქვეყნების უმთავრეს ამოცანას სწორედ ასეთი მრავალფეროვანი, სოციალური ინტეგრაციის მქონე ტურისტული ინფრასტრუქტურის, ტურისტული პროდუქტის შექმნა წარმოადგენს. მსგავის ინფრასტურქუტრის არსებობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კონკრეტული განთავსების, ან კვების ობიექტის, ან კიდევ საპარკე სარეკრეაციო სივრცეში, არამედ ყველგან, სადაც ნებისმიერ ადამიანს ექმნება შესაძლებლობა უსაფრთხო გარემოში მიიღოს მისთვის საინტერესო მომსახურება თუ ისარგებლოს ამ რესურსით.

 

დღეს, მსოფლიოში არაერთი წარმატებული მაგალითი გვაქვს ხელმისაწვდომი ტურიზმის თვასლსაზრისით ისეთ სივრცეებში, რაზედაც ადრე წარმოუდგენელიც იყო ფიქრი. მსოფლიოს წარმატებული მაგალითებზე დაყრდნობით მაგ.: ესპანეთი, ხორვატია, სამხრეთ კორეა, კოსტა რიკა და ა.შ ასეთი პროექტების წარმატების მიზეზი უპირველეს ყოვლისა არის საჯარო და კერძო სექტორს შორის მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა, ამასთან მნიშვნელოვანია დარგის ექსპერტების, ბენეფიციარების და საზოგადოების აზრის კვლევა და მათი ჩართულობა პროექტის განხორციელებისას.

 

ხელმისაწვდომი ტურიზმის პროგრამის ფარგლებში საქართველოში გვაქვს კონკრეტული მომსახურება, კერძოდ ბათუმის ბულვარის სანაპიროზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის საპლაჟე ინფრასტრუქტურა და საცურაო ეტლები, რითიც შშმ პირებს, ხშირ შემთხვევაში, პირველად მიეცათ შესაძლებლობა ჩასულიყვნენ ზღვაში და დაესვენათ სანაპიროზე სხვების გვერდით. აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით და მისი მიზანია ხელმისაწვდომი რესურსის შექმნა შშმ პირებისათვის და ასევე მათი საზოგადოებაში სწრაფი ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.