5 რჩევა პირველი სამუშაო გამოცდილებისთვის
GeoEng

5 რჩევა პირველი სამუშაო გამოცდილებისთვის

ბოლოდროინდელი სტატისტიკური კვლევები აჩვენებს, რომ ყოველი მეორე ახალკურსდამთავრებული უმუშევარია, ან მუშაობს შეუფერებელი პირობებით. თუმცა, ისინი, ვინც ნახევარგანაკვეთიან პოზიციას იკავებს, დიდი ალბათობით, იძენს სასწავლო გამოცდილებას, რაც მნიშვნელოვანია გრძელვადიანი კარიერული პერსპექტივისთვის.

 

აღსანიშნავია, რომ ბენეფიტებთან ერთად პირველ, თუნდაც ნახევარგანაკვეთიან სამსახურს აქვს თავისი რთული მხარეები. ბევრი ახალკურსდამთავრებულისთვის, შესაძლოა ეს იყოს ბიზნესგარემოში შესვლის პირველი გამოცდილება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სტრესი და არათავდაჯერებულობა. თუმცა, ამ სტატიაში გაეცნობით რეკომენდაციებს, რომლებიც დაგეხმარებათ უფრო უკეთ გაუმკლავდეთ პირველ სამსახურთან დაკავშირებულ სტრესს და დაძაბულობას.

 

  1. თავის მოჩვენება, რომ ყველაფერი გასაგებია ერთ-ერთი დიდი შეცდომაა. ახალი თანამშრომელები, უმეტესად, ცდილობენ უფრო მცოდნეები გამოჩნდნენ, ვიდრე სინამდვილეში არიან. ისინი არ სვამენ კითხვებს და არ შეუძლიათ აღიარონ გამოცდილების ნაკლებობა. ისინი ანაზღაურებენ თავიანთი ნდობის ნაკლებობას ზედმეტი, ხელოვნური თავდაჯერებულობით. თუმცა, ახალ თანამშრომლებს კარგად უნდა ესმოდეთ, რომ არავინ მოელის მათგან ყველაფრის ცოდნას. პირიქით, კითხვების დასმის პირობებში, ადამიანები უფრო სწრაფად სწავლობენ და იზრდებიან. ამასთან ერთად, სწავლისა და განვითარების პროცესში, დასაქმებული უფრო სასარგებლო ხდება თავისი დამსაქმებლისთვის.
  2. არასოდეს მიირთვათ ლანჩი მარტომ. თითოეულ ადამიანს, ვისთანაც ახალ თანამდებობაზე მუშაობის დროს გაქვთ შეხება, იქნება ეს მდივანი, თუ აღმასრულებელ დირექტორი, თქვენთვის რაღაც ახალის სწავლება და გაზიარება შეუძლია. ეს ადამიანები, შესაძლოა, გახდნენ თქვენი მეგობრები, ანდა პროფესიული მენტორები. ბევრი წარმატებული ადამიანი მუდმივად სვამს კითხვებს და ეძებს გაიდლაინებს რთულ სიტუაციებში, უფრო გამოცდილი თანამშრომლებისგან. ოფისი სავსეა ინტელექტუალური, მოაზროვნე და გამოცდილი ადამიანებით, მათთან კონტაქტი აუცილებელია, უფრო ახლოს გაიცანით ეს ადამიანები, მოეპყარით პატივისცემით, დასვით კითხვები, ისწავლეთ სხვებისგან და ისიამოვნეთ აღნიშნული განვითარების პროცესით.
  3. საზღვრების დაწესება გადაღლის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია. შესასრულებელი სამუშაოების უმეტესობა არასდროს სრულდება ბოლომდე. სკოლაში ტესტებს, საშინაო დავალებებსა და ჯგუფურ პროექტებს განსაზღვრული აქვთ ვადები, რომლებსაც პედაგოგები, ანდა მშობლები ადგენენ. მაგრამ სამსახური განსხვავებულია, აქ, თითქმის, შეუძლებელია საქმის სრულყოფილად დასრულება. ამასთან ერთად, უფროსების უმეტესობა წინააღმდეგი სულაც არ არის თუ მათი თანამშრომლები, თავიანთი სურვილით, გვიანობამდე იმუშავებენ. ამიტომ, აუცილებელია ადრეულ ეტაპზე პირადი საზღვრების დადგება, რაც საშუალებას იძლევა შეინარჩუნოთ ბალანსი სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის და თავიდან აიცილოთ ზედმეტი გადაღლა. თავის მხრივ, გადაღლა შესაძლოა გახდეს სამსახურში თქვენი ნაყოფიერების შემცირებას და სტრესის მიზეზი. ცხოვრების ამ ეტაპზე, თქვენი პასუხისმგებლობა ხდება გარკვეული ხაზების გავლება. თქვენ თავად უნდა განსაზღვროთ თქვენი ცხოვრების სტილი, მუშაობისა და დასვენების საათები. ასევე, მუშაობის დროს განრიგში შესვენების ჩასმა ჯანსაღი სამუშაო გარემოს ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია.
  4. ყოველთვის მზად იყავით დაეხმაროთ თქვენს კოლეგებსა და მომხმარებლებს. მილენიანელების შესახებ არსებობს შეხედულება, რომ ისინი არიან ზედმეტად თავდაჯერებულებები, პატივმოყვარეები და საკუთარ თავზე შეყვარებულები. ამ ვითარებაში, ერთ-ერთი, ყველაზე ხშირი შეცდომა, რასაც ახალგაზრდა ადამიანები უშვებენ, არის ის, რომ ისინი კონკურენტულად ცდილობენ კარიერულ საფეხურებზე მაღლა ასვლას, ნაცვლად იმისა, რომ იყვნენ თავმდაბლები და დახმარება შესთავაზონ თავიანთ კოლეგებს. თუ გსურთ დაიმსახუროთ გარშემომყოფების პატივისცემა და დაუპირისპირდეთ თქვენი თაობის სტერეოტიპებს, საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, არის სამსახურისადმი ახალი, განსხვავებული დამოკიდებულების შემოტანა. მაგალითად, პრაქტიკულად მოძებნეთ გზები თქვენი კოლეგების დასახმარებლად, მუდმივად იფიქრეთ, მომხმარებლის გასახარებლად, ახალ გზებზე. დიდი ლიდერები, რეალურად, აერთიანებენ თავმდაბლობისა და მტკიცე გადაწყვეტილებების მიღების უნარებს. სხვები დახმარებაზე ორიენტირის გადატანა, ლიდერობის განვითარებისა და თქვენი თანამშრომლების მხარდაჭერის მოსაპოვებლად კარგი სტრატეგია შესძლო აღმოჩნდეს.
  5. თავდაუზოგავი შრომა და პუნქტუალურობა. მალკოლმ გლადველისა და სხვა მეცნიერების მიერ კარგად არის დადასტურებული, რომ შრომისმოყვარეობა შეიძლება იყოს ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც ნიჭი პროფესიული წარმატებისთვის. მაგალითად, 10000 საათის წესი ამტკიცებს, რომ უნარების ჭეშმარიტად დაუფლებისთვის, ადამიანმა უნდა მიმართოს 10000 საათიან მიზანმიმართულ პრაქტიკას. უნდა აღინიშნოს, რომ არაფერი მიანიშნებს თქვენს ხელმძღვანელს თქვენი პროფესიული განზრახვების სერიოზულობაზე, როგორც ოპერატიულობა, შეუპოვრობა და თავდადება. გრძელვადიან პერსპექტივაში, შრომისმოყვარეობა მოგანიჭებთ თქვენი კოლეგების პატივისცემას, ხოლო შრომისმოყვარეობა მოგცემთ ოსტატობას და თვითდისციპლინას მომავალში წარმატების მისაღწევად. იმუშავე თავდაუზოგავად და გამოჩნდი დროულად!

 

წყარო: Harvard business review