როგორ ავიცილოთ თავიდან პლაგიატი
GeoEng

როგორ ავიცილოთ თავიდან პლაგიატი

 

პლაგიატი ნიშნავს ნებით ან უნებლიედ სხვისი ნამუშევრის საკუთრად გასაღებას. ის შესაძლოა გულისხმობდეს კონკრეტული ტექტის პერიფრაზირებას, როდესაც არ გაქვთ სათანადო ნებართვა, ან სხვისი მხატვრული თუ ტექნიკური ნამუშევრის საკუთრად წარმოდგენას. 

 

რჩევები,როგორ აიცილოთ თავიდან პლაგიატი

 

  • არ მოახდინოთ კოპირება

თქვენს ნაშრომებში მისაღებია, რომ აღწერეთ სხვისი იდეები და შედეგები, მხოლოდ შესაბამისი მითითებების გამოყენებით. დაუკავშირეთ ციტირებული და პერიფრაზირებული ამონარიდები შინაარსობრივად თქვენს მსჯელობას და ნუ შეეცდებით მოახდინოთ ტექტსის კოპირება. ელექტრონულ მასალაში მუშაობისას თავი შეიკავეთ ტექსტის ამოჭრისა და თქვენს ტექსტში ჩასმისგან, რადგან ეს პროცესი გიბიძგებთ პლაგიატისკენ.

 

  • გამოიყენეთ სხვადასხვა წყაროები

მუშაობის პროცესში ნუ შეზღუდავთ თავს და ნუ დაეყრდნობით მხოლოდ ერთ წყაროს. განიხილეთ სხვადასხვა ავტორების იდეები, რადგან ეს აჩვენებს, რომ თქვენ ფართოდ აზროვნებთ და შეგიძლიათ ჩამოაყალიბოთ თქვენი შეხედულებები წაკითხულიდან გამომდინარე. ასევე, წყაროებად გამოიყენეთ როგორც ელექტრონული, ასევე ბეჭდური ფორმატით გამოცემული ნაშრომები.

 

  • განივითარეთ საკუთარი სტილი

უნივერსიტეტში სწავლის დროს, სასურველია განივითაროთ წერის საკუთარი სტილი. ნუ იქნებით ზედმეად დამოკიდებული სხვის ნააზრეევზე. სხვა ავტორის ნაშრომის ინტერნისურმა გამოყენებამ, შესაძლოა მიზანმიმართულ პლაგიატამდე მიგიყვანოთ, რაც უნივერსიტეტების შინაგანაწესით მკაცრაც აკრძალულია.

 

  • მოინიშნეთ მნიშვნელოვანი დეტალები

სხვადსხვა წყაროებიდან ინფორმაციის გამოყენებისა და გადმოტანის შემთხვევაში, გახსოვდეთ, რომ პირდაპირი ციტატები უნდა ჩასვათ ბრჭყალებში და ყოველთვის მიუთითეთ წყარო. ეს დაგეხმარებათ უნებლიე პლაგიატის თავიდან არიდებაში. გარდა ამისა, ნაშრომის წერის პარალელურად გააკეთეთ შესაბამისი, გამოყენებული წყაროების შესახებ ჩანიშვნები, რაც თავიდან აგარიდებით ბიბლიოგრაფიიდან მის უნებლიე გამოტოვას.

 

  • გამოიყენეთ ციტირების ნიშნები

თუ გსურთ მოახდინოთ მოკლე ტექსტის ციტირება სხვისი ნაშრომიდან, დარწმუნდით, რომ ტექსტს სხვამთ ციტირების ნიშნებში და აკეთებთ შესაბამის მინიშნებას. პირდაპირი ციტატები გამოყენებული უნდა იყოს ზომიერად და არ უნდა შეიცავდეს დიდი რაოდენობით ტექსტს. 

 

წყარო: Nottingham University