პლაგიატი და მისი შედეგები
GeoEng

პლაგიატი და მისი შედეგები

პლაგიარიზმი განისაზღვრება როგორც სხვისი ნაშრომის, იდეის, კონცეფციის, ფრაზების, წინადადებების და სხვათა გამოყენება შესაბამისი ავტორის მითითების გარეშე.

 

პლაგიარიზმის შედეგები

 

პლაგიარიზმი წინააღმდეგობაში მოდის აკადემიური ეთიკიასთან. მის გამოსავლენად არსებობს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ინტენსიურად გამოიყენება განაკუთრებით აკადემიურ სფეროში. პლაგიარიზმისგან გამოწვეული ნეგატიური შედეგები შესაძლოა აისახოს პერსონალურ, პროფესიულ, ეთიკურ იმიჯზე და გამოიწვიოს სამართლებრივი შედეგების დადგომაც კი. უფრო კონკრეტულად, პლაგიარიზმის უარყოფითი შედეგები შესაძლოა იყოს შემდეგი:

 

პროფესიული რეპუტაციის შელახვა - პლაგიატის შემთხვევაში, მისი შედეგები მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვება ნიბისმიერს, იქნება ეს ბიზნესის სფეროს მოღვაწე, პოლიტიკოსი, საჯარო მოხელე თუ აკადემიური წრის წარმომადგენელი. აღნიშნულ ქმედებაში ბრალდებულ პირს მოეთხოვება არამხოლოდ დაკავებული თანამდებიბიდან გადადგომა, არამედ ძალიან გაუჭირდება სხვა მნიშვნელოვანი და მისთვის სასურველი სამსახურის მოძებნა.

 

სამართლებრივი შედეგები - პლაგიარიზმთან დაკავშირებული სამართლებრივი შედეგები შესაძლოა საკმაოდ სერიოზული იყოს. საავტორო უფლება არის აბსოლუტური ცვლადი. ერთ პირს არ შეუძლია სხვისი ნაშრომის გამოყენება შესაბამისი ციტირების ან ბიბლიოგრაფიის დართვის გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ავტორს აქვს უფლება უჩივლოს პლაგიატში შეჩნეულს.

 

მონეტარული შედეგები - იმ შემთხვევაში, როდესაც ავტორი პლაგიატში ბრალდებულს უჩივის, სასამართლო პროცედურების დასრულების შემდგომ ბრალდებულს შესაძლოა დაეკისროს ფინანსური ჯარიმის გადახდა, განურჩევლად იმის, თუ რა პროფილით მუშაობდა ბრალდებულო - იყო ეს ჟურნალისტი, აკადემიური პერსონალი თუ სტუდენტი.

 

როგორც აღინიშნა, პლაგიარიზმით გამოწვეული ნეგატიური ეფექტები შესაძლოა საკმაოდ მძიმე იყოს და ჰქონდეს გრძელვადიანი რეზულტატი. მნიშნველოვანია იმის ხაზგასმა, რომ პლაგიარიზმს არ ამართლებს მოუმზადებლობა და წესების უცოდინრობა. ამიტომ ნებისმიერი წერილობითი პროექტის დაწყებისას ავტორი უნდა გაეცნოს აკადემიური წერის სტანდარტებს, რომლის საშუალებითაც შეძლებს პლაგიატთან დაკავშირებული გართულებების თავიდან არიდებას.

 

 

წყარო: University of Central Missouri