როგორია პროგრამაზე რეგისტრაციის პროცედურა?
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის დროს აბიტურიენტი ირჩევს ჩამოთვლილი საბაკალავრო პროგრამებიდან ერთ-ერთს (ფსიქოლოგია, საჯარო მმართველობა და პოლიტიკა, ბიზნესის ადმინისტრირება), ხოლო GRUNI-ში ჩარიცხვის შემთხვევაში იგი რეგისტრირდება ვებსტერის უნივერსიტეტის პროგრამაზე და მისი დასრულების შემდეგ იღებს ორ აკადემიურ ხარისხს და დიპლომს, ცალ-ცალკე. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ვებსტერის უნივერსიტეტი ანიჭებს განსხვავებულ კვალიფიკაციას, კერძოდ:
GRUNI-ის კვალიფიკაცია | ვებსტერის კვალიფიკაცია |
სოციალური მეცნიერებების ბაკალავრი ფსიქოლოგიაში | Bachelor of arts in psychology |
საჯარო მმართველობის ბაკალავრი | Bachelor of arts in international relations |
ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი | Bachelor of arts in management |
სხვაგვარად რომ ვთქვათ, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სტუდენტი იღებს ორ განსხვავებულ კვალიფიკაციას, რაც უზრუნველყოფს მისი კარიერის ფართო პერსპექტივას.
როგორია სწავლის პროცესის სტრუქტურა?
სტუდენტები, თბილისის კამპუსში, აგროვებენ კრედიტებს ვებსტერის უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრულ დისციპლინებში, ხოლო დანარჩენ დისციპლინებს, 5 თვის მანძილზე (2+3), სწავლობენ ვებსტერის უნივერსიტეტის ათენის კამპუსში (საბერძნეთი). უნდა აღინიშნოს, რომ გარდა მნიშვნელოვანი ფინანსური შეღავათისა, ვებსტერის სპეცპროექტის მიხედვით სწავლის საზღაური მოიცავს ათენში ცხოვრების ღირებულებასაც.
სწავლის წლიური საფასური ვებსტერის პროგრამებზე (საცხოვრებელი ბინის ჩათვლით):
სოციალური მეცნიერებების ბაკალავრი ფსიქოლოგიაში BACHELOR OF ARTS IN PSYCHOLOGY |
11 000 ლარი |
საჯარო მმართველობის ბაკალავრი BACHELOR OF ARTS IN INTERNATIONAL RELATIONS |
11 900 ლარი |
ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი BACHELOR OF ARTS IN MANAGEMENT |
10 300 ლარი |
რა უპირატესობა აქვს ამ პროგრამებს?
ვებსტერის პროგრამის არჩევის შემთხვევაში, GRUNI-ის სტუდენტი ავტომატურად ხდება ვებსტერის უნივერსიტეტის სტუდენტიც.
განუზომლად მცირე ფინანსური დანახარჯებით (აშშ კამპუსში სწავლასთან შედარებით), სტუდენტი მოიპოვებს იმავე აკადემიურ სტატუსს, რასაც მოიპოვებდა შეერთებულ შტატებში სწავლის შემთხვევაში.
ვებსტერის პროგრამის კურსდამთავრებული მიიღებს ორ კვალიფიკაციას - ვებსტერის უნივერსიტეტისა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტისგან, რაც კარიერული წინსვლის შეუფერხებელი უზრუნველყოფის საფუძველს შექმნის.
ვებსტერის პროგრამაზე ჩარიცხვისათვის არ მოითხოვება სტანდარტიზებული ტესტების ჩაბარება (TOEFL და სხვა მსგავსი ტიპის ტესტები), საკმარისად ჩაითვლება GRUNI-ის შიდა საუნივერსიტეტო ტესტირების შედეგები.