იტვირთება...
კრიმინალისტი IV საფეხური
GeoEng

კრიმინალისტი IV საფეხური

სწავლის ხანგრძლივობა 1 წელი; პროგრამაზე სწავლის უფლება აქვთ სრული ზოგადი განათლების მქონე ნებისმიერი ასაკის პირებს, რომელთაც აქვთ კრიმინალისტის III საფეხურის პროფესიული კვალიფიკაციის დიპლომი.

 

პროგრამა მოიცავს კრიმინალისტის სპეციალობის სრულ კურსს. კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერება; ყველა სახის ნივთმტკიცების (ბალისტიკური, ქიმიური, ბიოლოგიური და ა.შ.) ამოღება, აღწერა, შეფუთვა, მარკირება; საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიღება; სასამართლოსთან ურთიერთობა

 

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა წარმოადგენს დამოუკიდებელ ერთეულს, რომელის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ შესაბამისი საფეხურის სახელმწიფოს მიერ აღიარებულ, აკრედიტირებულ დიპლომს.

 

სწავლის საზღაური თითოეულ პროგრამაზე შეადგენს 1700 (ათას შვიდასი) ლარს.

 

პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრულ ვადებში  უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

 

  • საშუალო სკოლის ატესტატი (დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
  • 9 კლასის ატესტატი ან ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან (მხოლოდ მესამე საფეხურზე სწავლის მსურველებისთვის);
  • სამხედრო ბილეთი ან მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის)
  • 2 ფოტოსურათი (3X4), CD დისკთან ერთდ;
  • აპლიკაციის ფორმა (ივსება ადგილზე);
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • არასრულწლოვნობის შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენელის (მშობლის) პირადობის მოწმობის ასლი (რეგისტრაცია ხორციელდება კანონიერ წარმომადგენელთან ერთად).

 

სრული პროგრამული კურსი გათვლილია ერთ აკადემიურ წელზე – 39 კვირა. აქედან, 19 კვირა მოიცავს სწავლა/სწავლების პროცესს, 20 კვირა პრაქტიკული სწავლების/პრაქტიკის პროცესს.

 

სასწავლო კურსი გრძელდება ერთი სემესტრის მანძილზე - 19 კვირა. აქედან, 15 კვირა მოიცავს სწავლა/სწავლების პროცესს, 1 კვირა - შუალედურ შეფასებას, 3 კვირა - დასკვნითი გამოცდის მომზადებასა და ჩაბარებას.

 

პრაქტიკული კურსი გრძელდება ერთი სემესტრის მანძილზე - 20 კვირა. აქედან, 19 კვირა მოიცავს პრაქტიკული სწავლების/პრაქტიკის პროცესს - 2 შუალედური შემოწმებით, 1 კვირა - დასკვნითი გამოცდის მომზადებასა და ჩაბარებას.

 

პროგრამა გულისხმობს სტუდენტის მიერ არანაკლებ 60 კრედიტის მოგროვებას, 36 კრედიტი ეთმობა სასწავლო კომპონენტს, 24 კრედიტი - სასწავლო პრაქტიკას. 1 კრედიტი შეიცავს 25 საათს. პროგრამის შედეგები მიიღწევა ცალკეული დისციპლინების სწავლის საშუალებით - შესაბამისი სილაბუსები განსაზღვრავს როგორც სასწავლო მასალის მოცულობას, ისე სწავლა/სწავლებისა და შეფასების მეთოდებს.

 

სასწავლო დისციპლინების მოდულები