იტვირთება...
ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები)
GeoEng

ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები)

სრული პროგრამული კურსი გათვლილია ოთხ აკადემიურ წელზე, წელიწადში – 38 კვირა. აქედან, 30 კვირა მოიცავს სწავლა/სწავლების პროცესს, 2 კვირა ეთმობა შუალედური გამოცდის მომზადება-ჩაბარებას, ხოლო 6 კვირა - კონსულტაციებს და დასკვნითი გამოცდის მომზადება-ჩაბარებას.

 

პროგრამა გულისხმობს სტუდენტის მიერ არანაკლებ 240 კრედიტის მოგროვებას. 1 კრედიტი შეიცავს 25 საათს. პროგრამის შედეგები მიიღწევა ცალკეული დისციპლინების სწავლის საშუალებით - შესაბამისი სილაბუსები განსაზღვრავს როგორც სასწავლო მასალის მოცულობას, ისე სწავლა/სწავლებისა და შეფასების მეთოდებს. სტუდენტს შეუძლია დააგროვოს წელიწადში 60, ნაკლები ან მეტი კრედიტები, მაგრამ არა უმეტეს 75-ისა. პროგრამა ითვალისწინებს:

 

 

  • ძირითადი პროგრამის სავალდებულო დისციპლინებს - 135 კრედიტი.
  • საუნივერსიტეტო სავალდებულო დისციპლინებს - 7 კრედიტი - კრიტიკული აზროვნება და აკადემიური წერა, საინფორმაციო ტექნოლოგიები.
  • საუნივერსიტეტო სავალდებულო მოდულებს კონკრეტული დისციპლინების არჩევის შესაძლებლობით - ინსტრუმენტული მოდულიდან - უცხო ენა, 10 კრედიტი (დონის არჩევის შესაძლებლობით), ისტორიულ-კულტურულ დისციპლინათა მოდულიდან - 5 კრედიტი, სოციალურ დისციპლინათა მოდულიდან - 5 კრედიტი,
  • დამატებითი პროგრამისთვის (minor) და თავისუფალი კომპონენტებისთვის 78 კრედიტი, აქედან, დამატებითი პროგრამის არჩევის შემთხვევაში - არანაკლებ 60 კრედიტი. თავისუფალი კომპონენტების ფორმატით დასაშვებია ცალკეული კომპონენტების არჩევა უნივერსიტეტში მომქმედი სხვა პროგრა-მებიდან.

 

სასწავლო დისციპლინების მოდულები