სრული პროგრამული კურსი გათვლილია ოთხ აკადემიურ წელზე, წელიწადში – 38 კვირა. აქედან, 30 კვირა მოიცავს სწავლა/სწავლების პროცესს, 2 კვირა ეთმობა შუალედური გამოცდის მომზადება-ჩაბარებას, ხოლო 6 კვირა - კონსულტაციებს და დასკვნითი გამოცდის მომზადება-ჩაბარებას.
პროგრამა გულისხმობს სტუდენტის მიერ არანაკლებ 240 კრედიტის მოგროვებას. 1 კრედიტი შეიცავს 25 საათს. პროგრამის შედეგები მიიღწევა ცალკეული დისციპლინების სწავლის საშუალებით - შესაბამისი სილაბუსები განსაზღვრავს როგორც სასწავლო მასალის მოცულობას, ისე სწავლა/სწავლებისა და შეფასების მეთოდებს.
სტუდენტს შეუძლია დააგროვოს წელიწადში 60, ნაკლები ან მეტი კრედიტები, მაგრამ არა უმეტეს 75-ისა.
პროგრამა ითვალისწინებს:
- ძირითადი პროგრამის სავალდებულო დისციპლინებს - 140 კრედიტი, რომელსაც სტუდენტები გადიან მშობლიურ უნივერსიტეტში.
- საუნივერსიტეტო სავალდებულო დისციპლინებს - 10 კრედიტი - კრიტიკული აზროვნება და აკადემიური წერა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ზოგადი მათემატიკური უნარები, ისტორიულ-კულტურულ დისციპლინათა მოდულიდან - 5 კრედიტი, სოციალურ დისციპლინათა მოდულიდან - 5 კრედიტი.
- ძირითადი პროგრამის არჩევითი კომპონენტები - 5 კრედიტი.
- დამატებითი პროგრამისა (minor) და თავისუფალი კომპონენტებისთვის 75 კრედიტი, აქედან, დამატებითი პროგრამის არჩევის შემთხვევაში - არანაკლებ 60 კრედიტი. თავისუფალი კომპონენტების ფარგლებში დასაშვებია ცალკეული კომპონენტების არჩევა უნივერსიტეტში მომქმედი სხვა პროგ-რამებიდან.
სასწავლო დისციპლინების მოდულები