სრული პროგრამული კურსი გათვლილია ოთხ აკადემიურ წელზე, წელიწადში – 38 კვირა. აქედან, 30 კვირა მოიცავს სწავლა/სწავლების პროცესს, 2 კვირა ეთმობა შუალედური გამოცდის მომზადება-ჩაბარებას, ხოლო 6 კვირა - კონსულტაციებს და დასკვნითი გამოცდის მომზადება-ჩაბარებას.
პროგრამა გულისხმობს სტუდენტის მიერ 240 კრედიტის მოგროვებას. 1 კრედიტი შეიცავს 25 საათს. პროგრამის შედეგები მიიღწევა ცალკეული დისციპლინების სწავლის საშუალებით - შესაბამისი სილაბუსები განსაზღვრავს როგორც სასწავლო მასალის მოცულობას, ისე სწავლა/სწავლებისა და შეფასების მეთოდებს. სტუდენტს შეუძლია დააგროვოს წელიწადში 60, ნაკლები ან მეტი კრედიტები, მაგრამ არა უმეტეს 75-ისა.
პროგრამა ითვალისწინებს:
- ძირითადი პროგრამის სავალდებულო დისციპლინებს - 148 კრედიტი.
- საუნივერსიტეტო სავალდებულო დისციპლინებს - 7 კრედიტი - კრიტიკული აზროვნება და აკადემიური წერა, საინფორმაციო ტექნოლოგიები.
- საუნივერსიტეტო სავალდებულო მოდულებს კონკრეტული დისციპლინების არჩევის შესაძლებლობით: ინსტრუმენტული მოდულიდან - უცხო ენა, 10 კრედიტი (დონის არჩევის შესაძლებლობით), ისტორიულ-კულტურულ დისციპლინათა მოდულიდან - 5 კრედიტი, სოციალურ დისციპლინათა მოდულიდან - 5 კრედიტი,
- დამატებითი პროგრამისა (minor) და თავისუფალი კომპონენტებისთვის 65 კრედიტი, აქედან, დამატებითი პროგრამის არჩევის შემთხვევაში - არანაკლებ 60 კრედიტი. თავისუფალი კომპონენტების ფორმატით დასაშვებია ცალკეული კომპონენტების არჩევა უნივერსიტეტში მოქმედი სხვა პროგრა-მებიდან.
სასწავლო დისციპლინების მოდულები