იტვირთება...
ალმა მატერი და Erasmus Mundus
GeoEng

ალმა მატერი და Erasmus Mundus

2012 წლიდან გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი არის კონსორციუმის წევრი, რომელმაც გაიმარჯვა ევროკავშირისპროექტში “Erasmus Mundus (ერაზმუს მუნდუსი) - მეზობელი აღმოსავლეთ რეგიონების ინტეგრაცია უმაღლესიგანათლების კოოპერაციით“ (EMINENCE). პროექტში მონაწილეობს პოლონეთის, საფრანგეთის, შვედეთის,პორტუგალიის, იტალიის, უკრაინის, ბელორუსიის, მოლდავეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოსუნივერსიტეტები.

 

2013 წლის ივლისში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა კვლავ გაიმარჯვა ევროკავშირის პროექტში “Erasmus Mundus(ერაზმუს მუნდუსი) - მეზობელი აღმოსავლეთ რეგიონების ინტეგრაცია უმაღლესი განათლების კოოპერაციით 2“ (EMINENCE II). პროექტში მონაწილეობს პოლონეთის, ესპანეთის, შვედეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, უკრაინის, ბელორუსიის, მოლდავეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს უნივერსიტეტები.

 

აღნიშნული პროექტები საშუალებას აძლევს სტუდენტებს ჩაერთონ გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში,განახორციელონ საერთაშორისო მობილობა ანუ ისწავლონ ევროპის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში,დააგროვონ კრედიტები და შეიძინონ ახალი გამოცდილება. პროგრამაში შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საბაკალავროპროგრამის II და III დონის სტუდნეტებმა, სამაგისტრო პროგრამის I დონის სტუდენტებმა, სადოქტორო პროგრამის Iდა II დონის სტუდენტებმა. აგრეთვე, აკადემიურ პერსონალს. ამასთანავე, პროექტის ფარგლებში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსტეტი უმასპინძლებს პარტნიორიუნივერსიტეტების სტუდენტებს. მათ შესაძლებლობა ეძლევათ ისწავლონ შემდეგი აკადემიური პროგრამებით:

 

 

ბაკალავრიატი:

  • ბიზნესის ადმინისტრირება
  • ინგლისური ფილოლოგია
  • სტომატოლოგია

 

 

მაგისტრატურა:

  • ბიზნესის ადმინისტრირება
  • სისხლის სამართალი, კრიმინოლოგია
  • სამოქალაქო სამართალი

 

 

დოქტორანტურა:

  • სისხლის სამართალი, კრიმინოლოგია
  • სამოქალაქო სამართალი
  • პოლიტიკური მეცნიერებები
  • ფილოსოფია
  • ბიზნესის ადმინისტრირება

 

 

აღნიშნული პროექტები დაფინანსებულია ევროკომისსის მიერ Erasmus Mundus (ერაზმუს მუნდუსის) პროგრამისფარგლებში.