HeinOnline არის ფოტო რესურსზე დაფუძნებული მსოფლიოს უდიდესი საკანონმდებლო, საძიებო მონაცემთა ბაზა, რომელიც მოიცავს ისტორიული და სახელმწიფო დოკუმენტაციის 191 მილიონ გვერდსა და 298.000 სათაურს.
HeinOnline მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველ ინფორმაციას - 2.900-ზე მეტ სამართლის პერიოდულ და სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რომელშიც შედის კონსტიტუციები, ხელშეკრულებები, მსოფლიო სასამართლო პროცესები, კლასიკური ტრაქტატები, მსოფლიო სასამართლო პროცესები და ბევრი სხვა სასარგებლო რესურსი.
HeinOnline აქტიურად გამოიყენება, როგორც მსოფლიოს მაღალრეიტინგული უნივერსიტეტების მიერ, ისე აშშ-ის საუკეთესო 250 საადვოკატო ფირმის, სასამართლოს ბიბლიოთეკებისა და სხვა დაინტერესებული პირების მიერ.
HeinOnline -ის ელექტრონული ბაზა შესაძლებლობას აძლევს მკვლევრებს გაეცნონ მათთვის საინტერესო ლიტერატურას ონლაინ ფორმით, ან, სურვილის შემთხვევაში, ამობეჭდონ ის PDF ფორმატით.
Academic Search Elite
მრავალფეროვანი აკადემიური რესურსებისგან შედგება სხვადასხვა საგნის ათასობით ჟურნალის ტექსტების, აბსტრაქტების და ინდექსირებული ჟურნალებისგან. მონაცემთა ბაზა ჟურნალების უმეტესობაში, შეიცავს PDF ფორმატის ფაილებს. ბევრი ამ მასალებიდან არის ტექსტ შიგნით ძიებადი ან ფერადად დასკანირებული. Academic Search Elite, მსოფლიოს წამყვანი საინფორმაციო სააგენტოს Associated Press - ის ვიდეო მასალებზე წვდომასაც გვთავაზობს. საძიებო ველში ჩაწერილი სიტყვების შესაბამისი ვიდეო მასალები შედეგებში გამოჩნდება. მონაცემთა ბაზაში 1930 წლიდან დღემდე შექმნილი ვიდეო მასალებია თავმოყრილი და მათი განხლება ყოველთვიურად ხდება. 60 000 ვიდეოსგან შემდგარი ვიდეოკოლექცია მრავალფეროვანი შინაარსისაა. მთელს მსოფლიოში, აკადემიური ინსტიტუტები ამ მონაცემთა ბაზას იყენებენ სამეცნიერო ინფორმაციის მოსაპოვებლად. მკვლევართა საჭიროებებზე მორგებული ეს მონაცემთა ბაზა ძვირფას და მრავალფეროვან, მულტიდისციპლინარულ მასალებს შეიცავს სამართლის, საბუღალტრო, საბანკო და საფინანსო, საერთაშორისო ბიზნესის, მარკეტინგის, გაყიდვებისა და სხვა დისციპლინებში და ჟურნალების და გამოცემების სრულ ტექსტებზე და სხვა მნიშვნელოვან რესურსებზე წვდომის საშუალებას გვაძლევს. იხ. ბაზაში შემავალი რესურსების სია https://drive.google.com/file/d/1cAFZyyeN6yZNMazJRLPg2tdz64tkc5yp/view
Business Source Elite
ეს რესურსი გთავაზობთ სამეცნიერო ჟურნალებს, სამართლის, ბიზნესის, მენეჯმენტის და ეკონომიკის დარგში. კოლექცია შეიცავს სხვადასხვა თემაზე, მაგ. ბუღალტერია, საბანკო საქმე, ფინანსები, მარკეტინგი, გაყიდვები და სხვა, გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს. მონაცემთა ბაზა გთავაზობთ წვდომას მსოფლიოს წამყვანი საინფორმაციო სააგენტოს, Associated Press - ის ვიდეოთეკაზე, რომელიც შეიცავს მრავალფეროვან მასალებს 1930 წლიდან დღემდე. ვიდეოთეკა ყოველთვიურად ახლდება. იხ. ბაზაში შემავალი რესურსების სია
https://drive.google.com/file/d/1sPHPuRZKRRrrADbZzyzoQy4ve7wGmlC8/view
MasterFILE ELITE
სპეციალურად საჯარო ბიბლიოთეკებისთვისაა შექმნილი. ეს მონაცემთა ბაზა შეიცავს 1700-მდე პერიოდულ გამოცემას რომელიც ინფორმაციას მოგაწვდით სამართლის, ბიზნესის, ჯანმრთელობის, განათლების, ზოგადი მეცნიერების, მულტიკულტურული და სხვა მრავალი სფეროში. ის ასევე შეიცავს 500-ზე მეტი წიგნის სრულ ტექსტს, 81 900 ზე მეტ პირველად დოკუმენტის წყაროს და ფოტოების კოლექციას, რომელიც 935 000 ფოტოსგან, რუქისა და დროშისგან შედგება. იხ. ბაზაში შემავალი რესურსების სია
https://drive.google.com/file/d/11eWZq2zWoEgsgOpcbPQgpyX312OJRdBe/view
Medline
ავტორიტეტული სამედიცინო ინფორმაციის წყაროა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მედიცინის სხვადასხვა დარგების შესახებ, როგორიცაა: საექთნო საქმე, სტომატოლოგია, ვეტერინარია, ჯან-დაცვის სისტემა, პრე-კლინიკური საგნები და სხვა. ეს მონაცემთა ბაზა შექმნილია მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის MEDLINE - ის მიერ და იყენებს MeSH (Medical Subject Headings) ინდექსირებას, რაც 5600 ზე მეტი ამჟამინდელ სამედიცინო გამოცემაზე წვდომის საშუალებას იძლევა.
Health Source: Consumer Edition + Nursing/Ac ademic Edition
გთავაზობთ 1000-ზე მეტ სამეცნიერო სრულ ტექსტს სამედიცინო დისციპლინებზე, მათ შორის, კრიტიკული პაციენტების მოვლა, ფსიქიკური ჯანმრთელბა, ბავშვებისა და ზრდასრულების ფსიქიატრიული მკურნალობა, საექთნო საქმე, ექთნების მართვა, საექთნო ეთიკა, დამოკიდებულების და სარეაბილიტაციო კონსულტაცია, სამედიცინო სამართალი, რეპროდუქციული მედიცინა, გარემოს დაცვა და ჯანმრთელობა და ა.შ. იხ. ბაზაში შემავალი რესურსების სიები (Health Source: Consumer Edition და Nursing/Academic Edition)
https://drive.google.com/file/d/1QowSKQ58DcMb62B0gUglN9Gk7IYa9vLd/view
Library Information Science & Technology Abstracts (LISTA)
მოიცავს 580 ძირითადი ჟურნალის ინდექსებს, 50 ზე მეტ პრიორიტეტულ ჟურნალს და დაახლოებით 15 სელექციურ ჟურნალს, წიგნებს, კვლევის ანგარიშებს და ა.შ. ამ მონაცემთა ბაზაში მასალები 1960 წლიდანაა ხელმისაწვდომი. EBSCO-ს სურვილია მუდმივად შემოგთავაზოთ LISTA-ზე წვდომა. ლექსიკონში შესულია 11 200-ზე მეტი ტერმინი, რომელთაგან 4 090 პრიორიტეტული ტერმინია. მონაცემთა ბაზაში შესულია ავტორების პროფილები. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ მონაცემთა ბაზის 5 200-ზე მეტი ხშირად ინდექსირებული ავტორის ნაშრომებზე ჰქოდეთ წვდომა. მაგალითად, იმ საგნის ტერმინებს, რომლებიც ყველაზე მეტად ასახავს სტატიის შინაარსს და იმ პუბლიკაციებს, სადაც ავტორს დაუბეჭდავს თავისი ნაშრომები. იხ. ბაზაში შემავალი რესურსების სია
https://drive.google.com/file/d/1k0rrMOxgks8JTqXtMBkWF2Q-K_TVKD8N/view
GreenFILE
სამეციერო, სამთავრობო და პოპულარული ხასიათის მასალების კოლექციაა, რომელიც შეიცავს ისეთი შინაარსის მასალებს, როგორიცაა, გარემო ფაქტორების გავლენა ინდივიდებზე, კორპორაციებზე და ადგილობრივ თვითმმართველობასა და მთავრობაზე და რა შეიძლება ვიღონოთ ამის გამოსასწორებლად. ეს უფასო კვლევითი მონაცემთა ბაზა გთავაზობთ 780 000-ზე მეტი ჩანაწერის ინდექსსა და აბსტრაქტს და 11 000-ზე მეტ სრულ ტექსტს. ძირითადი ჟურნალებია სამართალი, სოფლის მეურნეობა, ეკოსისტემა და გარემო, კონსერვაციული ბიოლოგია, ტყის ეკოლოგია და მართვა, მწვანე ენერგიის საერთაშორისო ჟურნალი, ველური ბუნების მართვა. იხ. ბაზაში შემავალი რესურსების სია
https://drive.google.com/file/d/1RyJpwRdgZ2O_JEqhIyB3w_ZuZIZNZv7Q/view
ERIC (the Education Resource Information Center)
გთავაზობთ ინფორმაციაზე წდომას სხვადასხვა ჟურნალებიდან, რომლებიც ინდექსირებულია როგორც Current Index of Journals in Education დ ა Resources in Education Index. მონაცემთა ბაზა შეიცავს 1.4 მილიონზე მეტ ჩანაწერს და გთავაზობთ ბმულებს 337 000-ზე მეტ სრულ ტექსტზე. იხ. ბაზაში შემავალი რესურსების სია
Newspaper Source
გთავაზობთ სრულ სატელევიზიო და რადიო სიახლეების ტრანსკრიპტებს შემდეგი არხებიდან: CBS News, CNN, CNN International, FOX News, NPR დ ა სხვა. ეს მონაცემთა ბაზა გთავაზობთ სრულ ტექსტს ასობით ეროვნული (ა.შ.შ), საერთაშორისო და რეგიონული გაზეთებიდან. გარდა ამისა, ის გთავაზობთ სატელევიზიო და რადიოს საინფორმაციო გადაცემების ტრანსკრიპტებს. იხ. ბაზაში შემავალი რესურსების სია
https://drive.google.com/file/d/1AEK0JuedaaMClt4ivFKdFj71FPoh3SAQ/view
Regional Business News
არის მრავალფეროვანი მონაცემთა ბაზა, რომელიც გთავაზობთ სრულ ტექსტებს ბიზნეს პუბლიკაციებზე აშშ და კანადის მასშტაბით. იგი ფარავს ნებისმიერ ინფორმაციას, იქნება ეს საპრეზიდენტო კანდიდატების ბიოგრაფია, რესტორნების ფრენჩაიზი თუ სავაჭრო ქსელი, ბიზნესის დაგეგმვა თუ პოლიტიკური თანამონაწილეობა. Regional Business News-ს კონტენტს აწვდიან ბიზნესის სფეროში წამყვანი გამომცემლობები The Washington Post, PR Newswire US და ა.შ.. ძირითადი რესურსებია გაზეთები, რადიო და სატელევიზიო საინფორმაციო გადაცემების ტრანსკრიპტები, პუბლიკაციების და ჟურნალების სრული ტექსტები ბოლო 20 წლის განმავლობაში. იხ. ბაზაში შემავალი რესურსების სია
https://drive.google.com/file/d/1tAFA1FFBljuPT_5lxNyXzzFy5hctPHHK/vie
Elsevier
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს 2019 წლიდან შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უზრუნველყოფით თავისუფალი წვდომა აქვს Elsevier-ის Scopus და ScienceDirect ბაზებზე. რეგისტრაციისთვის საჭიროა ინსტიტუციური მეილი და პაროლი.
ScienceDirect არის გამომცემლობა ელსევიერის ჟურნალების და წიგნების ბაზა. საქართველოს კონსორციუმისთვის ნაყიდია მხოლოდ ჟურნალების Freedom კოლექცია არქივით 2010 წლიდან.
Scopus არის წყაროსაგან დამოუკიდებელი, პოლითმატური, რეცენზირებული პუბლიკაციების (ჟურნალები, კონფერენციები, წიგნები, პატენტები) აბსტრაქტებისა და ციტირებების ბაზა.
ScienceDirect და Scopus-ის ეფექტურად გამოყენებისათვის მოისმინეთ შესაბამისი ვებინარები შემდეგ მისამართზე: https://www.elsevier.com/en-xm/events/webinars/elsevier-training-and-demo-webinars/georgia
თითოეულ სამეცნიერო ბაზაზე წვდომა შესაძლებელია როგორც უნივერსიტეტიდან, ასევე უნივერსიტეტის სივრცის მიღმაც. მონაცემთა ბაზების ონლაინ სარგებლობით
საჭიროების შემთხვევაში მოგვმართეთ:
g.keinashvili@gruni.edu.ge; m.gogiashvili@gruni.edu.ge
Cambridge Journals Online https://www.cambridge.org/core
წარმოგვიდგენს ჰუმანიტარულ და სოციალური მეცნიერებების, აგრეთვე საბუნებისმეტყველო მიმართულებების ჟურნალებს, მათ შორისაა: ასტრონომია, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, გეოგრაფია, ისტორია, ენათმეცნიერება, ფილოსოფია, პოლიტიკა, სამართალი, მენეჯმენტი, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ხელოვნება, მასმედია და კომუნიკაცია.
