იტვირთება...
მედიცინის აკადემიური პერსონალის ვიზიტი პორტოს უნივერსიტეტში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მედიცინის აკადემიური პერსონალის ვიზიტი პორტოს უნივერსიტეტში


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ნინო წილოსანი, მოწვეული პედაგოგები: ანა შუბითიძე და ნათია ნაცვლიშვილი სტაჟირებაზე იმყოფებოდნენ პორტოს უნივერსიტეტის სტომატოლოგიის სკოლაში (FMDUP).

 

სტაჟირების ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა სტომატოლოგიის სკოლის დეკანთან, პროფესორ პაულო მელოსთან, მობილობის კოორდინატორთან, პროფესორ მარია ქრისტინა პოლმენთან და საერთაშორისო ურთიერთობების ოფიცერთან ელენა ლეალთან.

 

ვიზიტორები გაეცნენ პორტოს უნივერსიტეტის გამოცდილებას საგანმანათლებლო პროგრამებისა და კლინიკური პრაქტიკის ორგანიზების საქმეში, მიიღეს ინფორმაცია კლინიკაში ახალი ტექნოლოგიების გამოყენებისა და დანერგვის თაობაზე. გარდა ამისა, განიხილეს გრუნისა და პორტოს უნივერსიტეტის პარტნიორული აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი თანამშრომლობის საკითხები.