2025 წლის 14 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გაიმართა ბიბლიოთეკის მიერ დაგეგმილი ტრენინგი ახალგაზრდა მკვლევრებისათვის.
უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა - გულნარა ყეინაშვილმა, ტრენინგის მონაწილეებს გააცნო ინფორმაცია და ჩაატარა პრაქტიკული სესია საბიბლიოთეკო რესურსების გამოყენების უნარების გამოსამუშავებლად.
მოწვეულმა სტუმარმა, ებსკოს (EBSCO)ბაზების წარმომადგენელმა საქართველოში - ნანა ხუსკივაძემ, ისაუბრა სამეცნიერო ბაზებით სარგებლობის წესებსა და ახალგაზრდა მკვლევრებისათვის მისი სწორად გამოყენების შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდნენ: უნივერსიტეტის ახალგაზრდა აკადემიური პერსონალი, მაგისტრანტები და დოქტორანტები.
სემინარის მსვლელობა წარიმართა ინტერაქტიურ ფორმატით და მონაწილეების დიდი ინტერესი გამოიწვია.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI