გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორანტი და დეკანის მოადგილე, ქეთევან გაბრიჭიძე, უნივერსიტეტის დაფინანსებით, მონაწილეობდა საერთაშორისო პროგრამაში - „Digital Transformation for Legal Practice“, რომელიც გაიმართა ევროპის იურიდიული ტექნოლოგიების ასოციაციის (ELTA), კომპანიების: Lawformer-ისა და LegalTech Meetup-ის ერთობლივი ორგანიზებით.
კურსის მიზანი იყო ციფრული ტრანსფორმაციისა და თანამედროვე ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენების უნარების განვითარება. პროგრამას უძღვებოდნენ კომპანიების: OpenAI, European Legal Technology Association და Wordsmith, წამყვანი სპეციალისტები, რომლებმაც მონაწილეებს გაუზიარეს გამოცდილება სამართლის სფეროში ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ ქეთევან გაბრიჭიძეს გადაეცა სერტიფიკატი.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI