საუნივერსიტეტო გარემოსთან სწრაფი ადაპტირების მიზნით, გრუნის პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით, მ.წ. 8 ოქტომბერს, ჩატარდა საინფორმაციო სემინარი ახლად მოწვეული და აკადემიურ პერსონალისთვის.
სწავლების ცალკეულ თემატურ სექციებს უძღვებოდნენ: რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე; რექტორის მოადგილე იურიდიულ და საორგანიზაციო საკითხებში, პროფესორი გულნაზ გალდავა; ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე გიგა თვაური; პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ფიქრია ბერიძე; ადამიანური რესურსების მართვის ცენტრის ხელმძღვანელი ნანა ყუბანეიშვილი; ელექტრონული ბაზების ადმინისტრატორი დავით ბიკოევი.
უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ახლად მოწვეულ აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს გააცნეს უნივერსიტეტის მისია, საუნივერსიტეტო საზოგადოების ეთიკის კოდექსი, აკადემიური თავისუფლების პრინციპები, სტუდენტებთან ურთიერთობის ტაქტიკა, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის რეგულაციები; განუმარტეს ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმები, პერსონალის შეფასების შედეგების გამოყენებისა და უკუკავშირის პრინციპები, პროგრამის/სილაბუსის შემუშავების, ცვლილებების შეტანისა და დამტკიცების წესები, სწავლება-სწავლის ინტერაქტიური მეთოდები, პერსონალის პროფესიული განვითარების მექანიზმები, სტუდენტის მიერ შეფასების გასაჩივრების პროცედურები, სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში (ნექსუსი) მუშაობის პრინციპები და ფორმები, უპასუხეს მათ შეკითხვებს.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI