იტვირთება...
ტეხას A&M უნივერსიტეტის კვლევითი სემინარები განახლდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ტეხას A&M უნივერსიტეტის კვლევითი სემინარები განახლდა


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი მეოთხე წელია წარმატებით თანამშრომლობს ტეხას A&M უნივერსიტეტთან კვლევითი პროგრამის - „Paths to Publication“, ფარგლებში.

 

2025 წლის 11 სექტემბერს პროფესორ ბევერლი ირბის ლექციით გაიხსნა საშემოდგომო სესია, რომელსაც გრუნის ახალგაზრდა მეცნიერები და აკადემიური პერსონალი ესწრებოდა. პროფესორმა ირბიმ მსმენელებს დეტალურად გაუზიარა ინფორმაცია გამომცემლობების შესახებ, მიმოიხილა მათი სწრაფი ზრდის მიზეზები, გავლენა ინდუსტრიაზე, ხარისხისა და ეთიკის საკითხები და რეკომენდაციები ავტორებისა და მკითხველებისათვის.

 

სემინარის ბოლოს გაიმართა კითხვა-პასუხის სესია. შემდეგი შეხვედრა დაგეგმილია 25 სექტემბერს.

 

ონლაინსწავლება „Paths to Publication“ მოიცავს სემინარებს, რომლებიც ეხება კვლევას, სამეცნიერო ნაშრომის მომზადებას, გამოქვეყნებასა და გრანტებთან დაკავშირებულ საკითხებს. სემინარებს მასპინძლობს ტეხას A&M უნივერსიტეტის განათლებისა და კვლევის სკოლა და კურსდამთავრებულთა მრჩეველთა საბჭო.

 

სემინარების სერია განკუთვნილია ახალგაზრდა მკვლევრებისათვის.

 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველმა, ანა აბესაძემ, მადლობა გადაუხადა ტეხას A&M უნივერსიტეტს ამ გამორჩეული შესაძლებლობისა და წარმატებული თანამშრომლობისათვის.

 

მხარეები განაგრძობენ თანამშრომლობას მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც ოფიციალურად 30 სექტემბერს განახლდება.