იტვირთება...
დანიელ თაქაშის ოფიციალური ვიზიტი გრუნიში დასრულდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


დანიელ თაქაშის ოფიციალური ვიზიტი გრუნიში დასრულდა


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში დასრულდა ეტვეშ ლორანდის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის - დანიელ თაქაშის სამუშაო ვიზიტი. ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო უნივერსიტეტებს შორის სამეცნიერო და აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.

 

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა:

  • სამუშაო შეხვედრები უნივერსიტეტისა და სამართლის სკოლის ხელმძღვანელობასთან;

გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი გრუნის სამართლის სკოლასა და ეტვეშ ლორანდის უნივერსიტეტს შორის, რაც, უპირველესად, ხელს შეუწყობს გრუნის მიწის სამართლის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის განვითარების პროცესს და სამომავლო ერთობლივ კვლევით პროექტებს, აკადემიური გაცვლითი პროგრამების განხორციელებასა და სხვა ინიციატივებს;

  • სამეცნიერო სემინარი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და დოქტორანტებისათვის კვლევის მეთოდების, სამეცნიერო ლიტერატურის მოძიებისა და აკადემიურ ბაზებზე წვდომის, კვლევით საქმიანობასა და გამოცემებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ;
  • სემინარი საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის თანამშრომლებისათვის;

განიხილეს თანამედროვე საბიბლიოთეკო სერვისები და პრაქტიკა, სამეცნიერო საქმიანობაში თანამედროვე ბიბლიოთეკების როლი.

 

ვიზიტი მოიცავდა კულტურულ ტურსაც. სტუმარმა მოინახულა საქართველოს ისტორიული ღირსშესანიშნაობები: მცხეთაში - ჯვრის მონასტერი, სვეტიცხოველი და შიომღვიმე; კასპის მუნიციპალიტეტში - ქვათახევი, ერთაწმინდა და სამთავისი; კახეთში - გრემი, ალავერდი, წინანდალი, თელავში - ერეკლეს მუზეუმი. გარდა ამისა, სტუმარმა დაათვალიერა ძველი თბილისი და ეწვია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას, კონსერვატორიის ბიბლიოთეკასა და კულინარიის კოლეჯს.

 

თანამშრომლობა გრძელდება, რომლის ფარგლებშიც მიწის სამართლის სამეცნიერო -კვლევითი ცენტრის დირექტორი - თორნიკე მერებაშვილი, 2025 წლის სექტემბერში გეგმავს სამეცნიერო ვიზიტს უნგრეთში, პარტნიორ უნივერსიტეტში