იტვირთება...
გრუნის პროფესორებმა მდგრადი განვითარების ფორუმის პანელურ დისკუსიას უხელმძღვანელეს

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის პროფესორებმა მდგრადი განვითარების ფორუმის პანელურ დისკუსიას უხელმძღვანელეს


2025 წლის 5-6 ივნისს გაიმართა ქალაქ თბილისის მერიის წლის ეკონომიკური ფორუმი: „მშვიდობა მდგრადი განვითარებისთვის“. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორებმა, როგორც კონფერენციის პარტნიორი ორგანიზაციის (უნივერსიტეტის) წარმომადგენლებმა, ფორუმის ერთ-ერთ პანელურ დისკუსიას უხელმძღვანელეს.

 

დისკუსიას, რომელიც განიხილავდა განათლების როლს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში, წარმართავდა გრუნის ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი, პროფესორი ვახტანგ ჭარაია, მონაწილეობდნენ პროფესორები: თენგიზ თაქთაქიშვილი, მედი მაჯიდი, ხოსე რომერო, კეიშა მაბრი ჰეიმორი, ასისტენტ - პროფესორი გიგა თვაური და თამარ ბიწაძე.

 

საქართველოს დედაქალაქი ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმზე მასპინძლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონის სპიკერებს, სხვადასხვა დარგის ექსპერტებს, მუნიციპალიტეტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს.

 

ღონისძიების მიზანია გამოცდილების, თანამედროვე მიდგომებისა და იდეების გაზიარება, რომელიც თანამშრომლობისა და ქალაქების განვითარების მდგრად და გრძელვადიან პერსპექტივას ქმნის.

 

 ფორუმზე განხილულეს: მდგრადი ეკონომიკური განვითარება, 8 000-წლიანი ტრადიციული მეღვინეობა, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა და ინოვაციები, განახლებადი ენერგიის მოხმარება და განვითარება, ცირკულარული ეკონომიკა, თანამედროვე ტენდენციები სამშენებლო სექტორში და სხვა.

 

ფორუმის მუშაობაში მონაწილეობდნენ: საქართველოს მთავრობის წევრები, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს წარმომადგენლები, სხვადასხვა სფეროს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, ბიზნესსექტორის, აკადემიური წრეებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.