იტვირთება...
სასწავლო ტური მცხეთაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სასწავლო ტური მცხეთაში


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისათვის მოეწყო სასწავლო პროგრამით გათვალიწინებული გასვლითი ტური საქართველოს ძველი დედაქალაქის - მცხეთის, ღირსშესანიშნაობების შესასწავლად.

 

ტურს უძღვებოდნენ გრუნის პროფესორები: ნიკო კვარაცხელია და ერეკლე უგრელიძე. დეტალურად იქნა განხილული მცხეთის განსაკუთრებული წვლილი ქრისტიანობის დამკვიდრებასა და განმტკიცებაში, წმ. ნინოს ღვაწლი, იუნესკოს ნუსხაში შესული ძეგლების - ჯვრისა და სვეტიცხოვლის, არქიტექტურული ანალიზი. განსაკუთრებით საინტერესო იყო სტუდენტების აქტიური მონაწილეობა ტურის დაგეგმვასა და ცალკეული თემების განხილვაში.

 

საგანში - ექსკურსიათმცოდნეობა - გათვალისწინებულია ერთდღიანი ტურები რელიგიურ თემებზე.