2025 წლის 6-12 აპრილს გრუნის ასისტენტ-პროფესორი, ხარისხის მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე - გიგა თვაური, Erasmus +-ის გაცვლითი პროგრამით პოლონეთს სტუმრობდა.
ვიზიტის მიზანი იყო შჩეცინის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული თანამშრომლების გადამზადება ხარისხის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მედიასწავლების მიმართულებით.
გიგა თვაურმა შჩეცინისა და სხვადასხვა უნივერსიტეტის (ამერიკა, ევროპა, აფრიკა) ადმინისტრაციის ოცამდე თანამშრომელს მედიამიმართულებით მუშაობის გამოცდილება გაუზიარა.
Erasmus+-ი არის ევროკავშირის პროგრამა, რომელიც მხარს უჭერს განათლების ხარისხის განვითარებას, როგორც ევროკავშირის წევრ, ისე პარტნიორ ქვეყნებში.