2025 წლის 18 თებერვალს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლელა გოგინავამ, გაცნობითი შეხვედრა გამართა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონის თბილისის ოფისის გენდერის პროგრამის კოორდინატორ თათა ბურდულთან.
შეხვედრის ფარგლებში, ლელა გოგინავამ სტუმარს გააცნო ცენტრის ძირითადი მიზნები, განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მიმდინარე კვლევით პროექტზე, რომელიც ქალთა მიგრაციას უკავშირდება.
მხარეებმა განიხილეს კონკრეტული კვლევის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. შეხვედრა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მიგრაციისა და გენდერის საკითხებზე კვლევითი თანამშრომლობის გაღრმავებას.