მადლობის წერილი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მადლობის წერილი

შესაძლებლობა, რომელსაც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი აძლევს მოზარდებს განვითარებისათვის, ცოდნისა და გამოცდილების შესაძენად, სხვადასხვა კულტურათა გასაცნობად, შეუფასებელია.

 

ჩემი შვილი - თამარ მაისურაშვილი, “Teen Academy” -ის (მედიაცია) ერთ-ერთი გამარჯვებული, სულ ახლახან, პროექტის 10 სხვა მონაწილე მოსწავლესთან ერთად დაბრუნდა რუმინეთიდან. 2 კვირის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდები განიხილავდნენ გარემოს დაცვისა და ჯანსაღი ცხოვრების საკითხებს, მსჯელობდნენ, გამოცდილებას უზიარებდნენ ერთმანეთს, აცნობდნენ თავიანთ ქვეყანას, კულტურას, ტრადიციებს, რათა აღმოეჩინათ მსგავსება და განსხვავება, უკეთ გაეცნოთ ერთმანეთი.

 

ეს პროექტი არაჩვეულებრივი შანსი იყო ცოდნისა და გამოცდილების შესაძენად, რომელიც ჩემს შვილს მიეცით!

 

მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ სიხარულისთვის, რაც მას მიანიჭეთ, იმ თავდაჯერებულობისთვის, რაც მას შესძინეთ.

 

მადლობას ვუხდი ქალბატონებს - მერი ლომიას, ანა აბესაძეს, ნინა გერსამიას, რა თქმა უნდა, უნივერსიტეტს!

 

პატივისცემით,

ნანა ხითარიშვილი, მშობელი