გრუნი - კარტინგის შეჯიბრების მესამე ადგილის მფლობელი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნი - კარტინგის შეჯიბრების მესამე ადგილის მფლობელი


საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით, მიმდინარეობს მასშტაბური სტუდენტური ფესტივალი - „სტუდფესტი 2024”.

 

ფესტივალი აერთიანებს საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს სპორტულ, შემოქმედებით, STEM, კულტურულ და მოხალისეობრივ ღონისძიებებში.

 

15 აპრილს ჩატარდა შეჯიბრი კარტინგში შერეულ გუნდებს შორის. ტურნირი გაიმართა ოლიმპიური სისტემით, რომელშიც გრუნის სტუდენტებმა დაიკავეს მესამე ადგილი და მიიღეს 1000 ლარიანი ფულადი პრიზი.

 

უნივერსიტეტი ულოცავს სტუდენტებს და წარმატებას უსურვებს შემდგომ ასპარეზობებში.