სისხლის დონაციის აქცია გრუნიში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სისხლის დონაციის აქცია გრუნიში


მიმდინარე წლის 14 მარტს, საზოგადოებრივი სერვისების კოორდინატორის ორგანიზებით, გრუნის მთავარ კამპუსში განხორციელდა სისხლის უანგარო დონაციის აქცია.

 

აქცია ემსახურებოდა შემდეგ მიზნებს: სისხლის დეფიციტის აღმოფხვრას, უანგარო დონორების მოძიების გზით უსაფრთხო სისხლის მარაგის შექმნას საქართველოს მასშტაბით და იმ ადამიანების დახმარებას, ვინც ებრძვის სხვადასხვა ონკოლოგიურ დაავადებას ან აქვს სისხლის გადაუდებელი საჭიროება.

 

აღნიშნულ აქციაში დაახლოებით 60 სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.