ჟურნალისტური მასტერკლასი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ჟურნალისტური მასტერკლასი


2024 წლის 25 მარტს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სკოლის მოწვევით საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანმა ჟურნალისტმა, სასამართლო და საგამოძიებო ჟურნალისტიკაში 20-წლიანი გამოცდილების მქონე რეპორტიორმა, ბელა ზაქაიძემ, სტუდენტებს მასტერკლასი ჩაუტარა - გაუზიარა გამოცდილება ინფორმაციის გადამოწმების ხერხების, ზეგავლენისაგან თავისუფალი ახალი ამბების მომზადებისა და საგამოძიებო ჟურნალისტიკის თავისებურებების შესახებ. ქართული მედიის წარმომადგენელი სტუდენტებს იმ რისკების შესახებაც ესაუბრა, რომელიც თან სდევს რეპორტიორის პროფესიას და რომელიც თავადაც გადახდა. მან, ჯერ კიდევ დამწყებმა ჟურნალისტმა, კორუფციის უმნიშვნელოვანესი ფაქტები გამოიძია, რის გამოც 2014 წელს ტყვეობაშიც კი იმყოფებოდა ცხინვალის ციხეში.

 

შეხვედრაზე სტუდენტებმა განიხილეს ბელა ზაქაიძის მიერ მომზადებული სიუჟეტი, რომელმაც ადამიანი 12-წლიანი პატიმრობისგან იხსნა. ამასთანავე, განიხილეს ისეთ მნიშვნელოვან სამართლებრივ და ეთიკურ თემებზე, როგორებიცაა: ფარული ჩაწერა და მიყურადება, ანონიმური წყაროები და მათი დაცვის გარანტიები, ქართული მედიის მდგომარეობა და პოლარიზაცია დღეს.

 

სტუდენტებმა ჟურნალისტს ამერიკულ სასტიპენდიო პროგრამაში გამარჯვება მიულოცეს და შემდგომი თანამშრომლობაც დაგეგმეს.