გრუნის სტუდენტები სიანს პო რენში აგრძელებენ სწავლას

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის სტუდენტები სიანს პო რენში აგრძელებენ სწავლას

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის და პოლიტიკის სკოლის საბაკალავრო საფეხურის სამი სტუდენტი - მარიამ მექვაბიძე, ლიზი მარიამიძე და გიორგი რურუა იმყოფებიან საფრანგეთის ქალაქ რენის პოლიტიკური მეცნიერებების სკოლაში (Sciences Po Rennes), სადაც აგრძელებენ სწავლას და ამასთანავე, სამაგალითოდ წარმოაჩენენ ჩვენს უნივერსიტეტს.

 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და Sciences Po Rennes-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ფინანსდება გრუნის სტუდენტების ყველა ხარჯი და სემესტრის ბოლოს მათ გადაეცემათ პოლიტიკური სკოლის სერტიფიკატი.

 

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის პოლიტიკური მეცნიერებების სკოლა, რეიტინგის მიხედვით, პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლებს შორის მსოფლიოში მეორე ადგილზეა და მისი კურსდამთავრებულები დიდ წარმატებებს აღწევენ კარიერულ გზაზე.

 

ვუსურვებთ ჩვენს სტუდენტებს კიდევ მრავალ წარმატებას!