Erasmus + პროგრამა პორტოს უნივერსიტეტში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


Erasmus + პროგრამა პორტოს უნივერსიტეტში

გრუნის სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს პროგრამა ერასმუს + იწვევს პორტოს უნივერსიტეტში.

 

სტუდენტები შეძლებენ ერთი სემესტრით სწავლას პორტოში, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი კი -ერთკვირიანი მივლინების ფარგლებში გაეცნონ პარტნიორ უნივერსიტეტს.

 

მსურველებმა უნდა მიმართონ საერთაშორისო ინტეგრაციის ცენტრს ელფოსტაზე: international@gruni.edu.ge სახელის, გვარის, ფაკულტეტისა და ტელეფონის მითითებით.

 

სტუდენტებისათვის აუცილებელი პირობაა, მაღალი აკადემიური მოსწრება და ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.

 

აკადემიური და ადმინისტრაციული პერონალისათვის აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.

 

P.S. გაცვლითი პროგრამა არ ეხება პირველკურსელებს.