მემორანდუმი მარია კიური-სკლოდოვსკის უნივერსიტეტთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მემორანდუმი მარია კიური-სკლოდოვსკის უნივერსიტეტთან


2024 წლის 19 მარტს, გრიგოლ რობაქიძისა და მარია კიური-სკლოდოვსკას უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

მარია კიური-სკლოდოვსკას უნივერსიტეტი 1944 წელს დაარსებული საჯარო კვლევითი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც ლუბლინში (პოლონეთი) მდებარეობს. ის ყველაზე დიდი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა აღმოსავლეთ პოლონეთში, 12-ზე მეტი ფაკულტეტით, 16000 სტუდენტითა და 90-ზე მეტი დისციპლინით.

 

ვირტუალური ხელმოწერის ცერემონიაზე, რომელსაც გრუნის მხრიდან ესწრებოდნენ რექტორის მოადგილე გულიკო გალდავა და რექტორის მრჩეველი, ანა აბესაძე, განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

 

მემორანდუმის თანახმად, მხარეები მხარს დაუჭერენ ორმხრივი კონტაქტებისა და თანამშრომლობის განვითარებას სამეცნიერო საქმიანობაში, კვლევასა და სწავლა-სწავლებაში.

 

შეხვედრის ბოლოს პარტნიორმა უნივერსიტეტმა გრუნი პოლონეთში მიიპატიჟა და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა ნაყოფიერი და ორმხრივად მომგებიანი იქნება.