ახლად არჩეული და მოწვეული პერსონალის საუნივერსიტეტო გარემოსთან სწრაფი ადაპტირების მიზნით, გრუნის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა მიმდინარე წლის 6 და 10 ოქტომბერს ჩაატარა სწავლება.
ტრენინგის ცალკეულ თემატურ სექციებს უძღვებოდნენ: რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე; რექტორის მოადგილე იურიდიულ და საორგანიზაციო საკითხებში, პროფესორი გულნაზ გალდავა; რექტორის მოადგილე ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში მოგელი შენგელია; რექტორის მოადგილე სტუდენტური მხარდაჭერისა და სწავლა-სწავლების საკითხებში, პროფესორი გიორგი მირიანაშვილი; პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ფიქრია ბერიძე; ადამიანური რესურსების მართვის ცენტრის ხელმძღვანელი ნანა ყუბანეიშვილი; ელექტრონული ბაზების ადმინისტრატორი ნათია ტაბატაძე.
უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ახალ აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს გააცნეს უნივერსიტეტის მისია, საუნივერსიტეტო საზოგადოების ეთიკის კოდექსი, აკადემიური თავისუფლების პრინციპები, სტუდენტებთან ურთიერთობის ტაქტიკა, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის რეგულაციები; განუმარტეს ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმები, პერსონალის შეფასების შედეგების გამოყენებისა და უკუკავშირის პრინციპები, პროგრამის/სილაბუსის შემუშავების, ცვლილებების შეტანისა და დამტკიცების წესები, სწავლება-სწავლის ინტერაქტიური მეთოდები, პერსონალის პროფესიული განვითარების მექანიზმები, სტუდენტის მიერ შეფასების გასაჩივრების პროცედურები, სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში (ნექსუსი) მუშაობის პრინციპები და ფორმები, უპასუხეს მათ შეკითხვებს.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI