English Book Education-ის ყოველწლიური კონფერენცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


English Book Education-ის ყოველწლიური კონფერენცია


2024 წლის 10-11 თებერვალს კაჭრეთში გაიმართა English Book Education-ის ყოველწლიური საგანმათლებლო კონფერენცია, სადაც მონაწილეობდა 300-მდე სასწავლო დაწესებულება, როგორც სკოლა, ისე უნივერსიტეტი.

 

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი და დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა ის გეგმები, რომლებიც სამინისტროს გააჩნია ამ საკითხთან მიმართებით.

 

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებდა საერთაშორისო ორგანიზაციის „Macmillan Education“, რეგიონალური დირექტორი, Daniel Wyzina, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო თავიანთი ორგანიზაცია და საქმიანობა.

 

კონფერენციაზე განიხილეს სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომები. დიდი ინტერესი გამოიწვია კორსერას პლატფორმამ და მისმა შესაძლებლობებმა. წარმომადგენლებმა განიხილეს გზები და ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომლებიც მათ დღეს აქვთ.

 

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ მედიცინის სკოლი დეკანის მოადგილეები ნინო გორდელაძე და ილონა ბიტაროვა.