სასწავლო გრანტი ლატვიაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სასწავლო გრანტი ლატვიაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს სასწავლო მობილობაში მონაწილეობაზე.

 

ლატვიის მთავრობა საშუალებას აძლევს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს ისწავლონ ერთი სემესტრის ან ერთი სასწავლო წლის მანძილზე ლატვიის წამყვან უნივერსიტეტებში.

 

მობილობაში მონაწილე კანდიდატებს დაუფინანსდებათ მგზავრობის ყველა ხარჯი და დენიშნებათ ყოველთვიური სტიპენდია. საგრანტო კონკურსი გამოცხადებულია შენდეგ სპეციალობებსა და საფეხურებზე:

  • ბიზნეს ადმინისტრირება- ყველა საფეხური
  • ბიზნეს მენეჯმენტი - ყველა საფეხური
  • ფინანსები - სამაგისტრო პროგრამა
  • ტურიზმი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები
  • საეთაშორისო ბიზნესი - ყველა საფეხური
  • სერათაშორისო მმართველობა და დიპლომატია - სამაგისტრო პროგრამა
  • სამართალი - სადოქტორო პროგრამა
  • კომუნიკაცია და მედია - სადოქტორო პროგრამა
  • ფსიქოლოგია - სადოქტორო პროგრამა

 

მსურველებმა ამა წლის 19 თებერვლის ჩათვლით უნდა მიმართონ საერთაშორისო ინტეგრაციის ცენტრს ელფოსტაზე: t.gagoshidze@gruni.edu.ge