საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ეგვიპტეში გრუნის საპატიო დოქტორი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ეგვიპტეში გრუნის საპატიო დოქტორი


8 იანვარს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს სტუმრობდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში მიხეილ თიგიშვილი.

 

სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან გამართულ შეხვედრაზე საპატიო სტუმარმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ დიდია არაბული ქვეყნების დაინტერესება საქართველოს საგანმანათლებლო სისტემით. მისი სტუმრობა კი განაპირობა კაიროსა და ასუანის უნივერსიტეტების სურვილმა ითანამშრომლონ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოები.

 

გრუნის რექტორმა, პროფესორმა, მამუკა თავხელიძემ მადლობა გადაუხადა სტუმარს ამ შეთავაზებისა და გაწეული საქმიანობისათვის.

 

 აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, მიხეილ თიგიშვილს მიენიჭა უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება, გადაეცა დამადასტურებელი დიპლომი და მანტია.