ნინო აბესაძე აშშ-ში გაემგზავრება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ნინო აბესაძე აშშ-ში გაემგზავრება

კომპანია „გალფმა”, წარჩინებულ სტუდენტთა მხარდაჭერის მიზნით, დაიწყო სოციალური საგანმანათლებლო პროექტი „მომავალი ჩვენია“, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მასშტაბით შერჩეულ 10 წარჩინებულ პირველკურსელს შორისა არის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტი ნინო აბესაძე.

 

ნინო აბესაძე თანატოლებთან ერთად, 2024 წლის 22-28 იანვარს, კომპანია გალფის ინიციატივით, გაემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში, სან ფრანცისკოში. ზაზა ფაჩულიასთან ერთად დაესწრება NBA-ს მატჩს და Silicon Valley-ზე ესტუმრება მსოფლიო ბრენდების შტაბბინას, მათ შორის, ისეთი დიდი კომპანიების კამპუსებს, როგორებიცაა: Google, Facebook etc.