დასაქმების ფორუმი გრუნიში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


დასაქმების ფორუმი გრუნიში


13 დეკემბერს, 13:00 საათზე, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმი გაიხსნა. 22 კომპანიის წარმომადგენელმა სხვადასხვა ვაკანსია შესთავაზა ახალგაზრდებს.

 

სტუდენტებს შეეძლოდ პირადად გასაუბრებოდნენ კომპანიების წარმომადგენლებს და დაეტოვებინათ პირადი მონაცემები (CV). აღსანიშნავია, რომ წელს კომპანიების ვაკანსიები სამსახურის სწავლასთან შეთავსების შესაძლებლობას აძლევდა ახალგაზრდებს.

 

ღონისძიებაში მონაწილე კომპანიები იყვნენ:

  1. ავტობანი
  2. ახალი ხედვა
  3. ტენე
  4. ლოიალტე
  5. ჰირო
  6. სფერო ჰოლდინგი
  7. კარფური
  8. პოლიგრაფიული ჰაბი
  9. ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება
  10. ზრუნვის სააგენტო
  11. დასაქმების სააგენტო
  12. ევორქი
  13. ლენდაფი
  14. რედისონი
  15. მადარტი
  16. ვენდისი
  17. თეგეტა მოტორსი
  18. აგროჰაბი
  19. გუდვილი
  20. კრისტალი
  21. დელოიტი და ტუში
  22. პალიტრა

 

ბიზნესისა და მართვის სკოლის თაოსნობით დასაქმების ფორუმი გრუნიში სისტემატიურად ტარდება და უკვე მრავალ სტუდენტს შეუწყო ხელი მისთვის სასურველი სტაჟირებისა და დასაქმების მოძიებაში, მათ შორის, სტუდენტებზე ორიენტირებული გრაფიკით, ანაზღაურებითა და განვითარების პერსპექტივით.

 

პროექტს ხელმძღვანელობდა პროფესორი თენგიზ თაქთაქიშვილი.