ჟურნალ „აკადემიური მაცნეს“ ცნობადობის ამაღლების ღონისძიებები

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ჟურნალ „აკადემიური მაცნეს“ ცნობადობის ამაღლების ღონისძიებები

გრუნის სამეცნიერო ჟურნალის - „აკადემიური მაცნე“, ცნობადობის ასამაღლებად განხორციელდა დამატებითი ღონისძიებები.

 

ახლა ის ხელმისწვდომია შემდეგ პლატფორმებზე:

  • განთავსებულია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ბიბლიოთეკაში - ივერიელი, https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/149473;
  • რეფერირდება ქართულ რეფერატულ ჟურნალში (ქრჟ), www.techinformi.ge;
  • ჟურნალი პოლითემატურია და მოიცავს შემდეგ დისციპლინებს: ბიზნესის ადმინისტრირება, საჯარო მმართველობა, სამართალი, სოციალური მეცნიერებები, მედიცინა და სხვ.

 

აკადემიური მაცნე:

ISSN (ბეჭდური) 2298 - 0202;

ISSN (ონლაინ) 2960 - 9437;

რეცენზირება ხორციელდება ფარული წესით;

სტატიები მოწმდება პლაგიატზე;

„აკადემიურ მაცნეს“ მინიჭებული აქვს ციფრული ობიექტის იდენტიფიკატორი - DOI https://doi.org/10.55896/2298-0202;

დაცულია სამეცნიერო ლიტერატურის ქსელ Scilit - Scientific Literature - ში, https://www.scilit.net