მედიცინის სკოლის პროფესორი - საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მედიცინის სკოლის პროფესორი - საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე


2023 წლის 5-9 დეკემბერს ქალაქ ბანგკოკში, (ტაილანდი) ჩატარდა კონფერენცია “Asian Pacific Digestive Week 2023”, რომელშიც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობდა მედიცინის სკოლის პროფესორი თათია ხაჩიძე.

 

კონფერენციას ესწრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი მკვლევრები, ექიმები და პროფესორები.

 

კონფერენციაზე განხილეს გასტროენტეროლოგიის, ჰეპატოლოგიის, ენდოსკოპიისა და ქირურგიის თანამედროვე მიღწევები, მკურნალობისა და დიაგნოსტიკის მეთოდები.

 

კონფერენციაზე გრუნის პროფესორი წარსდგა მოხსენებით: „Gut microflora composition in patients with non-alcoholic fatty liver disease“ და პოსტერის სახით გამოვაქვეყნა ნაშრომი: Comparison of the efficacy of Ursodeoxycholic acid (UDCA) versus vitamin E plus vitamin C in non-diabetic patients with nonalcoholic Steatohepatitis (NASH)

 

ნაშრომები გამოქვეყნდება ჟურნალში - International Journal of Gastroenterology and Hepatology.

 

თათია ხაჩიძე, ასევე, მონაწილეობდა კონფერენციის ფარგლებში გამართულ სხვადასხვა სამუშაო შეხვედრაში. პროფესორი მიიწვიეს კონფერენციაზე - The 33rd Annual Meeting of the Asian Pacific Association for the Study of the Liver 2024, რომელიც მომავალ წელს ჩატარდება კიოტოში (იაპონია).