კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, 2023 წლის 25 დეკემბრიდან, აცხადებს კონკურსს, აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად, შემდეგი მიმართულებებით:

 

მედიცინის სკოლა დიპლომირებული მედიკოსი (ინგლისურენოვანი პროგრამა)

  1. ნეონატოლოგია ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  2. გენდერული მედიცინა ასოცირებული-პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  3. ნევროლოგია ასისტენტი-ერთი საშტატო ერთეული
  4. ქართული ენა ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  5. მეან-გინეკოლოგია ასისტენტი - ერთი საშტატო ერთეული
  6. ბიოქიმია ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული

 

მედიცინის სკოლა (სტომატოლოგია)

  1. თერაპიული სტომატოლოგია ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  2. პრევენციული მედიცინა, ჰიგიენა ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული

 

ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა

  1. კლინიკური ფსიქოლოგია ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული

 

საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლა

  1. საჯარო მმართველობა (საჯარო პოლიტიკის მიმართულება) ასოცირებული პროფესორი-ორი საშტატო ერთეული

 

ბიზნესისა და მართვის სკოლა

  1. ფინანსები პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  2. მენეჯმენტი პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  3. ფინანსები ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  4. ტურიზმი ასისტენტ-პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  5. მარკეტინგი ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  6. მენეჯმენტი ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  7. მარკეტინგი ასისტენტ-პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  8. ფინანსები ასისტენტ-პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  9. მენეჯმენტი ასისტენტ-პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული

 

სამართალი

  1. სისხლის სამართალი ასოცირებული პროფესორი - ორი საშტატო ერთეული
  2. კერძო სამართალი ასისტენტი - ოთხი საშტატო ერთეული

 

 

ბათუმის წარმომადგენლობა

 

ბიზნესისა და მართვის სკოლა

  1. ბიზნესის ადმინისტრირება ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  2. მარკეტინგი ასისტენტ-პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული

 

სამართალი

  1. კერძო სამართალი ასისტენტი - ერთი საშტატო ერთეული
  2. კერძო სამართალი ასისტენტ-პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული

 

 

  1. პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე,5 (ხუთი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილებით.
  2. ასოცირებული პროფესორების თანამდებობაზე, 5 (ხუთი) წლის ვადით, შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო - პედაგოგიური გამოცდილებით.
  3. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი 4 (ოთხი) წლის ვადით.
  4. ასისტენტის აკადემიურ თანამდებობზე შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორანტი 3 (სამი) წლის ვადით.

 

პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის, ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დაკავება, ღია კონკურსის წესით შესაძლებელია, ასევე პროფესიული ნიშნით.

 

პროფესიული ნიშნით აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები/კრიტერიუმები : პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დარგში/ სფეროში წამყვან პოზიციებზე მუშაობის არანაკლებ, 6 წლის, ხოლო ასოცირებულ პროფესორად-პროფესიულ სფეროში მუშაობის არანაკლებ, 5 წლის გამოცდილება. ორივე შემთხვევაში მათი კვალიფიკაცია უნდა დასტურდებოდეს სპეციალური მომზადებით ან/დაპუბლიკაციებით. ასისტენტ-პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დარგში/სფეროში მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება და მისი კვალიფიკაცია დასტურდება სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. ასისტენტად შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დარგში/სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

 

შესარჩევი კონკურსი წარიმართება წარმოდგენილი დოკუმენტების ანალიზისა და, საჭიროების შემთხვევაში (ზოგიერთი ასპექტის დაზუსტების მიზნით), გასაუბრების, საჯარო ლექციის ჩატარების საფუძველზე.

 

პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის, ასისტენტის კონკურსი, აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად, ეფუძნება შემდეგ კრიტერიუმებს/ინდიკატორებს:

  • სამეცნიერო აკადემიური ხარისხი;
  • სამუშაო გამოცდილება (მუშაობის სტაჟი) ;
  • დოქტორანტის ხელმძღვანელობა/ რეცენზენტობა;
  • ადმინისტრაციულ/აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
  • დამატებითი აკადემიური პასუხისმგებლობა/ფუნქცია(პროგრამის ხელმძღვანელობა, მიმართულების ხელმძღვანელობა, სასწავლო დისციპლინის ხელმძღვანელობა, სტუდენტთა სამეცნიერო გაერთიანების ხელმძღვანელობა/ინდივიდუალური სამეცნიერო ხელმძღვანელობა (მათ შორის საბაკალავრო საფეხურზე სამეცნიერო მოხსენების მოსამზადებლად); აკადემიური საბჭოს წევრობა, სადისერტაციო საბჭოს/კომისიის წევრობა და სხვ.);
  • პროფესიული განვითარება(ტრენინგები, სემინარები...);
  • საგრანტო კვლევითი პროექტი
  • მონოგრაფია/სახელმძღვანელო/სამეცნიერო სტატია (ადგილობრივ ან/და საერთაშორისო გამოცემებში);
  • ციტირების ინდექსი
  • საერთაშორისო ან/და ადგილობრივ აკადემიურ/სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა;
  • საერთაშორისო ან/და ადგილობრივი აკადემიური/სამეცნიერო ორგანიზაციის წევრობა;
  • სახელისუფლებო/არასამთავრობო დროებითი/მუდმივმოქმედი კომისიების მუშაობაში მონაწილეობა

 

კონკურსანტთა მონაცემების განხილვის დროს, უპირატესობა მიენიჭება იმ პირებს, რომლებიც განაცხადებენ თანხმობას, უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ.

 

პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის თანამდებობაზე კანდიდატების შესაბამისობის დადგენის/განსაზღვრის მიზნით, კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ავტობიოგრაფია - CV (ელექტრონული ვერსია), CV -ში შეტანილი ინფორმაციის შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების დანართით;

დ) ორი ფოტოსურათი;

ე) განათლების, შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი; (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) განხორციელებული საგრანტო/კვლევითი პროექტების ანოტაცია გრანტის გამცემის საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 6 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მუშაობის დამადასტურებელიდოკუმენტი;

თ) ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ი) სამსახურებრივი (პროფესიული) გამოცდილების დამადასტურებელი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა და სხვა)

კ) ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინგლისურენოვანი პროგრამისთვის), რომელიც წარმოაჩენს ენობრივი კომპეტენციის საკმარის დონეს სალექციო კურსის სრულყოფილად წარმართვის უზრუნველსყოფად.

ლ) ცნობა ნასამართლობის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის მითითებით

 

 

დოკუმენტების წარდგენის ვადა განისაზღვრება 2024 წლის 29 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით

 

შედეგები გამოქვეყნდება 2024 წლის 13 თებერვალს უნივერსიტეტის ვებგვერდზე www.gruni.edu.ge

 

საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა 10 საათიდან 18 საათამდე. შესაძლებელია დოკუმენტაციის ელექტრონულად გადაგზავნა

 

თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კილომეტრი; ირინა ენუქიძის 3; საკონტაქტო ტელეფონი: 2 38 44 06/118; ელ ფოსტა: info@gruni.edu.ge; nana.kubaneishvili@gruni.edu.ge

 

საკონკურსო კომისიის სახელზე განცხადების, ავტობიოგრაფიის (CV) ფორმები იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე www.gruni.edu.ge