ქრისტი ლეკიშვილი - საერთაშორისო პროექტის - “Life after mobility project”, მონაწილე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ქრისტი ლეკიშვილი - საერთაშორისო პროექტის - “Life after mobility project”, მონაწილე


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი აგრძელებს პარტნიორებთან თანამშრომლობასა და გრუნის სტუდენტების ჩართვას სხვადასხვა საერთაშორისო გაცვლით პროქტში.

 

2023 წლის 20-27 ნოემბერს გრუნის ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის ფსიქოლოგიის მიმართულების წარჩინებული სტუდენტი, ქრისტი ლეკიშვილი, იმყოფებოდა გიუმრიში, სომხეთში. ერთკვირიან საერთაშორისო პროექტში, გრუნის სტუდენტი, პარტნიორი ორგანიზაცია „დრონის" მხარდაჭერით ჩაერთო.

 

პროექტი არაფორმალური განათლების საკითხებს განიხილავდა და მისი მთავარი მიზანი იყო პიროვნების განვითარების, კარიერული წინსვლისა და მომავლის სწორი დაგეგმარების საკითხების განხილვა. პროექტის განმავლობაში არაერთი საინტერესო დისკუსია გაიმართა ამ საკითხებზე. მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი ქვეყნების გამოცდილება და მოისმინეს საინტერესო მოსაზრებები.

 

პროექტი იმითაც იყო აღსანიშნავი, რომ სტუდენტები გაეცნეს სხვადასხვა ქვეყნის კულტურას, ტრადიციებს, წეს-ჩვეულებებსა და გასტრონომიას.

 

პროექტის ფარგლებში მოხალისეები გიუმრის სხვადასხვა დაწესებულებას ესტუმრნენ და შეხვდნენ მოქალაქეებს. 

 

პროექტი სახელწოდებით “Life after mobility project” სრულად დაფინანსდა ევროკავშირის მიერ და მასპინძლობდა ორგანიზაცია “Youth Initiative Centre NGO”-ს წარმომადგენელი გიუმრიში, მარიამ გარაგოზიანი.

 

საბოლოო ჯამში, პროექტი ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა ახალგაზრებისათვის, რომელმაც არაჩვეულებრივი მულტიკულტურული გამოცდილება, მოგონებები და ცოდნა შეიძინეს.