GRADUATION - 2023

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


GRADUATION - 2023


2023 წლის 28 ოქტომბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა საზეიმოდ გააცილა კურსდამთავრებულები.

 

ყველაზე მნიშვნელოვანი დღე უნივერსიტეტისა და კურსდამთავრებულების ცხოვრებაში - კვალიფიკაციის მინიჭების დღე! როდესაც სრულდება სწავლა-სწავლების პერიოდი და უნივერსიტეტი ანგარიშს აბარებს საზოგადოებას გაწეული შრომის თაობაზე. კურსდამთავრებულები კი - ახალი ცხოვრების, ახალი გამოწვევებისა და სულ სხვა რეალობის წინაშე იმ ცოდნით წარსდგებიან, რომელიც მათ უნივერსიტეტმა მისცა!

 

განსაკუთრებული, საზეიმო და ამაღლებული იყო ეს დღე უნივერსიტეტში. პროფესორ-მასწავლებლებთან და კურსდმათავრებულებთან ერთად ამ სიხარულს იზიარებდნენ ახალგაზრდების ოჯახის წევრები, მეგობრები!

 

რექტორის მოადგილემ - გიორგი მირიანაშვილმა, უნივერსიტეტის სახელით ყველა კურსდამთავრებულს მიულოცა სწავლის დასრულება, შემდგომი წარმატება უსურვა მათ ჩვენი ქვეყნისა და უნივერსიტეტის სასახელოდ და დეკანებთან ერთად გადასცა კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომები.

 

კურსდამთავრებულებმა მადლობა გადაუხადეს იმ ადამიანებს, ვინც იზრუნა მათ პროფესიონალ სპეციალისტებად ჩამოყალიბებაზე; ვინც თავისი ცოდნა, მონდომება და ძალისხმევა არ დაიშურა, რომ თითოეული მათგანი უკვე სტუდენტობიდანვე ყოფილიყო წარმატებული და დამოუკიდებლი.

 

თავიანთი მადლიერება კურსდამთავრებულებმა ფიცით განამტკიცეს.

 

სტუდენტური ჰიმნისა და ფოიერვერკების ფონზე გაიჭრა სადღესასწაულო ტორტი.

 

2022-2023 სასწავლო წლების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები დაამთავრა 214 სტუდენტმა, ბაკალავრის წოდება მიენიჭა 134 -ს, მაგისტრის - 80-ს.