განახლდა პრაქტიკული ინგლისური ენის კურსები მოსწავლეებისთვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


განახლდა პრაქტიკული ინგლისური ენის კურსები მოსწავლეებისთვის


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ორი წელია წარმატებით ახორციელებს ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების პროექტს როგორც სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის, ისე განათლების სხვა საფეხურებისათვის.

 

დღეისათვის, გრუნის მხარდაჭერით, რეგიონის სკოლების ინგლისური ენის 23 მასწავლებელი გადამზადდა პარტნიორი ტეხას ა&მ უნივერსიტეტის მიერ, ხოლო 1 დეკემბრიდან განახლდა პრაქტიკული ინგლისური ენის ორთვიანი სასწავლო კურსი თბილისისა და რეგიონის მოსწავლეებისათვის.

 

პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეების სასაუბრო მეტყველების გაუმჯობესებას ინგლისურ ენაში, რაც საშუალებას მისცემს მათ არსებულ კონკურენტულ გარემოში თავისუფლად ადაპტირება შეძლონ.

 

ორთვიან კურსს უძღვება ამერიკელი სპეციალისტი, ინგლისური ენის ექსპერტი, მაიკ მენსფილდი, რომელიც აშშ-ის საელჩომ პროგრამის - „English Language Fellow”, ფარგლებში მიამაგრა უნივერსიტეტს. ამერიკელ ენის ექსპერტს დაეხმარება გრუნის ინგლისური ენის ლექტორი, თინათინ ასათიანი, რომელმაც, უნივერსიტეტის მხარდაჭერით, წარმატებით დაასრულა ტეხას A&M უნივერსიტეტის TESOL პროგრამა.

 

პრაქტიკული ინგლისური ენის კურსი ფოკუსირებულია სასაუბრო, ზოგად ინგლისურზე და მიზნად ისახავს გამოთქმის, საუბრის, მოსმენის უნარისა და სიტყვების მარაგის გაუმჯობესებას.

 

ორივე ჯგუფში (თბილისი, რეგიონები) პარტნიორი სკოლების 60-მდე მოსწავლეა გაერთიანებული, პირველი მეცადინეობა გაცნობითი ხასიათის იყო, პედაგოგებმა მოუსმინეს მოსწავლეებს, გაიგეს მათი მიზნები, ინტერესი, მოლოდინი, შემდეგ კი განსახილველი თემები გააცნეს მონაწილეებს.

 

პირველი მეცადინეობა გახსნა და მონაწილეებს წარმატება უსურვა რექტორის მრჩეველმა, ანა აბესაძემ.

 

პროექტს ახორციელებს უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგული კვლევის სამსახური რექტორის მრჩეველთან - ანა აბესაძესთან, ერთად.