Welcome party გრუნიში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


Welcome party გრუნიში


26 სექტემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში პირველკურსელების საზეიმო მიღების ცერემონია გაიმართა.

 

საგანგებოდ მორთულ უნივერსიტეტის ეზოში პირველკურსელებს დახვდნენ: რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე, დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

 

საზეიმო ცერემონიას არაერთი ამაღელვებელი წამი ამშვენებდა:

  • უნივერსიტეტის დროში შემოტანა;
  • პირველკურსელთათვის ესტაფეტის გადაცემა;
  • ფიცის დადების ცერემონია;

 

უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ სტუდენტობა მიულოცა და საინტერესო და წარმატებული წლები უსურვა ახალგაზრდებს: „ვფიქრობთ, არჩევანში არ შემცდარხართ, ეს ის ადგილია, სადაც პროფესიონალთა გუნდი გელოდებათ და თანამედროვე გარემო დაგხვდებათ, სადაც ყველა სტუდენტზე ზრუნავს, ყველა ცდილობს დაგეხმაროთ და იყოს თქვენი მეგობარი...“

 

კურსდამთავრებულებმაც გზა დაულოცეს პირველკურსელებს: „...გისურვებთ ყოველთვის მაღლა ატაროთ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სახელი, იყოთ გამორჩეულები და არასოდეს დაივიწყოთ მშობლიური უნივერსიტეტი!“.

 

ამ საზეიმო დღეს სტუდენტებმა იმ ახალგაზრდებსაც მიაგეს პატივი, რომლებიც შოვის ტრაგედიის გამო გამოაკლდნენ გრუნის სტუდენტთა რიგებს.

 

ცერემონიის დასასრულს, ფოიერვერკების ფონზე, საზეიმოდ გაიჭრა ტორტი!

 

წელს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში 727 სტუდენტი ჩაირიცხა, მათგან 400-მდე ახალგაზრდამ გრუნის სხვადასხვა პროექტში წარმატებული მონაწილეობით მიიღო საუნივერსიტეტო გრანტი. ყოველწლიურად მზარდ რაოდენობასთან ერთად სტუდენტთა შემადგენლობა ხარისხობრივადაც უმჯობესდება.