ბლუმბერგის წარმომადგენლის ვიზიტი გრუნიში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ბლუმბერგის წარმომადგენლის ვიზიტი გრუნიში


2023 წლის 9 ნოემბერს გრუნის ეწვია ბლუმბერგის კავკასიისა და ცენტრალური აზიის ხელმძღვანელი, ჯანსაია ედილჰაბი.

 

მან საინტერესო ლექცია წაიკითხა გრუნის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის, შემდეგ კი ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანთან, პროფესორ ვახტანგ ჭარაიასთან ერთად განიხილა შემდგომი თანამშრომლობის საკითხები.

 

ვიზიტის ფარგლებში ქალბატონმა ჯანსაიამ დაათვალიერი უნივერსიტეტის სტუდენტური საინვესტიციო ფონდი, რომლის ხელმძღვანელმა, პროფესორმა რატი ქირიამ, სტუმარს დაწვრილებით გააცნო ცენტრის აქტივობები და გეგმები, გამოითქვა ბლუმბერგთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი.