სტუდენტების კულტურულ-შემეცნებითი ტური კახეთში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტების კულტურულ-შემეცნებითი ტური კახეთში


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა წარმატებით საქმიანობს ახალგაზრდების პიროვნული განვითარების, სოციალური ინტეგრაციისა და აქტიური სამოქალაქო პოზიციის ჩამოყალიბების მიზნით. მრავალმხრივი და საინტერესოა მათ მიერ განხორციელებული პროექტები ლიდერობის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და პროფესიული ეთიკისა დამკვიდრების თვალსაზრისითაც.

 

2023 წლის 4 ნოემბერს, უნივერსიტეტის მხარდაჭერით, სტუდენტური თვითმმართველობის წევრები შემეცნებით-კულტურული ტურით კახეთს, იყალთოს, ესტუმრნენ. მოინახულეს ამ მხარის ღირსშესანიშნაობები, დაისვენეს, გაერთნენ და მიმდინარე და სამომავალო საქმიანობის საკითხების შესახებაც იმსჯელეს.