ტრენინგი - ტურნიტინის პროგრამა და მისი გამოყენების წესი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ტრენინგი - ტურნიტინის პროგრამა და მისი გამოყენების წესი


2023 წლის 10 ნოემბერს გრუნიში დოქტორანტებისა და აკადემიური პერსონალისათვის ჩატარდა ტრენინგი ნაშრომის პლაგიატზე შემოწმების პროგრამის - ტურნიტინის, გამოყენების შესახებ.

 

ტრენინგს უძღვებოდნენ რექტორის მოადგილე სამეცნიერო-კვლევით საკითხებში, პროფესორი ვახტანგ ჭარაია და ბიზნესისა და მართვის სკოლის მარკეტინგისა და მენეჯმენტის პროგრამების ხელმძღვანელი, პროფესორი თენგიზ თაქთაქიშვილი.

 

ტრენინგმა დოქტორანტების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, დაისვა მრავალი პრაქტიკული შეკითხვა საკვალიფიკაციო ნაშრომების ციტირების წესის, პლაგიატზე შემოწმების, ადგილობრივი და უცხოური ლიტერატურის გამოყენებისა თუ სხვა აქტუალური საკითხების შესახებ.