საჯარო ლექცია-ტრენინგი - „დისკურსის ხელოვნება, როგორც საზოგადოებაზე ზემოქმედების ეფექტური იარაღი’’

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საჯარო ლექცია-ტრენინგი - „დისკურსის ხელოვნება, როგორც საზოგადოებაზე ზემოქმედების ეფექტური იარაღი’’

2023 წლის 20 ნოემბერს ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ტრენერი, სამეცნიერო ექპერტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი - თამარ გაგოშიძე, იწყებს საჯარო ლექცია-ტრენინგების ციკლს: „დისკურსის ხელოვნება, როგორც საზოგადოებაზე ზემოქმედების ეფექტური იარაღი“.

 

ლექცია-ტრენინგი განკუთვნილია საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის, ჟურნალისტიკის, ფსიქოლოგიისა და მენეჯმენტის მიმართულების სტუდენტებისათვის და გაიმართება ორ ეტაპად:

 

20-22 ნოემბერს, 9.00 სთ.-დან - 14.00 სთ.-მდე, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ი. ჭავჭავაძის გამზ. № 36, V კორპ. მე-3 სართული);

 

24 ნოემბერს, 15.30 სთ.-დან -20.00 სთ.-მდე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტურიზმის ფაკულტეტის შენობაში;

 

25-26 ნოემბერს, 10.00 სთ.-დან - 16.00სთ-მდე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტურიზმის ფაკულტეტის შენობაში;

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის თბილისისა და ბათუმის წარმომადგენლობის სტუდენტებს ვიწვევთ ლექცია-ტრენინგებზე დასასწრებად.

 

მონაწილეებს გადაეცემათ ფრანკოფონიის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ორგანიზაციის სერტიფიკატი.