ბიზნესისა და მართვის სკოლამ წიგნის თარგმნის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ბიზნესისა და მართვის სკოლამ წიგნის თარგმნის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლამ აშშ-ს საელჩოს მიერ გამოცხადებულ წიგნის თარგმნის კონკურსში გაიმარჯვა და მიიღო საგრანტო დაფინანსება ფინანსების სფეროს ბესთსელერი სახელმძღვანელოს ქართულ ენაზე თარგმნისთვის.

 

სახელმძღვანელოს - „Essentials of Corporate Finance, 11th Edition“, Stephen Ross, Randolph Westerfield, Bradford Jordan, თარგმნიან ბიზნესისა და მართვის სკოლის პროფესორები. სახელმძღვანელო მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ფინანსების, მენეჯმენტის და მარკეტინგის მიმართულების სტუდენტებისთვის ფინანსური მენეჯმენტის საკითხების შესწავლაში.

 

გამოცემა, ასევე, საინტერესო იქნება ფინანსების სფეროში მომუშავე დამწყები და გამოცდილი სპეციალისტებისთვისაც. წიგნში გაერთიანებულია ფინანსების სფეროში არსებული თანამედროვე ცოდნა, მოყვანილია მრავალი საინტერესო ქეისი მსოფლიოს წამყვანი კომპანიებიდან და აღწერილია დარგში მოღვაწე პროფესიონალების გამოცდილება.

 

სახელმძღვანელო გამოიცემა 2024 წლის აგვისტოში.