სტუდენტების მობილობა იან კოხონოვსკის უნივერსიტეტში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტების მობილობა იან კოხონოვსკის უნივერსიტეტში


2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის სტუდენტები წარმატებით აგრძელებენ სწავლას საფრანგეთსა და პოლონეთში.

 

Erasmus + ის პროგრამის ფარგლებში, ჟურნალისტიკის მიმართულების ორი სტუდენტი - ირინა ნასყიდაშვილი და გვანცა მელაძე, ერთი სემესტრით სწავლას პოლონეთში, იან კოხონოვსკის უნივერსიტეტში, აგრძელებენ.

 

პროგრამა სრულად ფინანსდება Erasmus + -ის მიერ, მასპინძელ უნივერსიტეტში მიღებული კრედიტები კი აღიარებული იქნება მშობლიურ უნივერსიტეტში.

 

გრუნი წარმატებას უსურვებს სტუდენტებს და მადლობას უხდის იან კოხონოვსკის უნივერსიტეტს თანამშრომლობისათვის.