გრუნის სტუდენტები - ფრანკოფონიის საერთაშორისო საუნივერსიტეტო დელეგაციის შეხვედრაზე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის სტუდენტები - ფრანკოფონიის საერთაშორისო საუნივერსიტეტო დელეგაციის შეხვედრაზე

2023 წლის 7 ნოემბერს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო საერთაშორისო დელეგაციის შეხვედრას, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა.

 

სტუდენტებმა ევროპის ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს ფრანგულ ენაზე წარუდგინეს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი და გააცნეს სამომავლო პროექტები და გეგმები.

 

გრუნის ახალგაზრდებმა შეხვედრის მონაწილეები მოხიბლეს ფრანგული ენის ცოდნითა და აქტიურობით.

 

უნივერსიტეტი 2018 წლიდან ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს პარტნიორია, 2011 წლიდან კი მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირების საფრანგეთის უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებებთან, შესაბამისად, გრუნიში ათ წელზე მეტია ფრანგული ენის შემსწავლელი ინტენსიური კურსი ფუნქციონირებს.