გმადლობთ, რომ მაქვს შანსი, მივიღო ევროპული განათლება...

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გმადლობთ, რომ მაქვს შანსი, მივიღო ევროპული განათლება...

ერთი კვირაა საფრანგეთში ვარ, კერძოდ, რენში, sciences po-ს უნივერსიტეტში. აქ ვაგრძელებ სწავლას. მადლობას ვუხდი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც ოცნების ახდენაში დამეხმარა, მათ გარეშე მე ამას ვერ შევძლებდი!

 

მახსოვს, სწავლა რომ დავიწყე, როგორი იყო ჩემი განწყობა, დიდი როლი ითამაშეს ლექტორებმა ჩემს განვითარებაში, მათ ამ სიკეთეს ალბათ ვერასდროს გადავუხდი, ვერც ლექტორებს და ვერც უნივერსიტეტს. უფრო სწორად რომ ვთქვა, ლექტორებს კი არა, მეგობრებს, რადგან მართლაც ყველა განსაკუთრებულია და ყველა ძალიან კარგი პიროვნული მახასიათებლებით გამოირჩევა.

 

მიუხედავად იმისა რომ პოლიტიკაში რაღაცები უკვე ნასწავლი და გამოვლილი მქონდა, უნივერსიტეტში ყველაფრის სხვაგვარად აღქმა და გაანალიზება დავიწყე, ამაში მთელი კოლექტივის დიდი წვლილია და მადლობა მათ! ლექციის გარდა, თითოეულ ლექტორის გამოცდილების გაზიარება ალბათ ყველაზე დიდი ცხოვრებისეული გაკვეთილია, რაც შეიძლება ადამიანმა მიიღოს.

 

დღეს აქ მათ უცხოელ კოლეგებს ვხვდები და ვრწმუნდები, რომ რობაქიძის უნივერსიტეტი ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც ჩემს მშობლიურ უნივერსიტეტში მაქვს გავლილი, ზოგიერთი აქ მის სწავლას ახლა იწყებს.

 

მეამაყება, რომ ეს ადამიანები გამაცნო უნივერსიტეტმა. რეალურად რომ შევაფასო, ჩემი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში უნივერსიტეტს უდიდესი წვლილი აქვს. მადლობას ვუხდი, რომ მაქვს შანსი, ევროპული განათლება მივიღო, ახალ გამოწვევებს დავუპირისპირდე და დიდი გამოცდილება შევიძინო.

 

ერთადერთი, რითიც შემიძლია ამ ადამიანებს შრომა დავუფასო, არის ის, რომ ცოდნა და გამოცდილება, რომელიც მათ მომცეს, ჩემს საკუთარ ქვეყანას მოვახმარო!

 

გიორგი რურუა

საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის

საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი